search

ზოგადი

4 რამ, რაც მოყვარულ შეფმზარეულს სჭირდება

21 ნოემბერი 2023

4 რამ, რაც მოყვარულ შეფმზარეულს სჭირდება

როგორც ამბობენ, მოყვარული შეფისთვის, უმთავრესი, რამდენიმე დებულების შესრულებაა: 

 

  1. გიყვარდეთ მზადება და გქონდეთ სურვილი დრო დაუთმოთ ამ პროცესს. 
  2. მზად იყოთ გამოწვევებისა და იმპროვიზაციებისთვის. 
  3. გქონდეთ შეფისათვის საჭირო ინვენტარიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები. 

 

სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში მოგიყვებით სამზარეულოს იმ ატრიბუტების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ შეფ-მზარეულს სჭირდება. 

 

 

ხარისხიანი დანის ნაკრები, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული შეფ-მზარეულისთვის. დანა ჩვენ მიერ მომზადებული და მოსამზადებელი თითქმის ნებისმიერი ინგრედიენტისთვისაა საჭირო. კარგი დანის ნაკრები საგრძნობლად ამარტივებს სამზადისს და გვეხმარება იდეალური შედეგის მიღწევაში. ხარისხიანი დანები საკმარისი სიგრძით, წონითა და ბასრი ზედაპირით ხასიათდებიან. იმისათვის, რომ მოყვარულმა შეფმა სრულფასოვნად შეძლოს სამზარეულოში საქმიანობა, მინიმუმ, სამი ტიპის დანას უნდა ფლობდეს. მათ შორის, შეფ-მზარეულის დანა, საჭრელი დანა და დაკბილული დანა.

პერფექციონისტებისთვის, ყველაზე კარგი ვარიანტი კი, დანის სრული ნაკრების შეძენაა. ჩვენდა სასიხარულოდ, დღეს, ხარისხიანი დანის ნაკრების შეძენა სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და ხელმისაწვდომობას ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგალითად, შესანიშნავი არჩევანია: 

 

 

 

ინგრედიენტების ზუსტი გაზომვა შეფ-მზარეულის შესაძლებლობებს შორის აუცილებელი უნარია, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ გვსურს სპეციფიკური პორციის ზომა ან ისეთი რეცეპტი შევქმნათ, რომლის გამეორებასაც სხვებიც უშეცდომოდ შეძლებენ. სწორედ ამიტომ, სამზარეულოს სასწორი ის ძალიან მოსახერხებელი და საჭირო ხელსაწყოა, რომელიც საზომი კოვზებისა და ჭიქების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. მაშინ, როცა საზომი კოვზები და ჭიქები, რეალურად, ინგრედიენტების მოცულობას ზომავენ, სასწორი ზუსტ წონას გვეუბნება. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა გვსურს გავზომოთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა მშრალი პასტა, ან ბროკოლი, რომელთაც არაერთგვაროვანი ფორმა აქვთ ჭიქებითა და კოვზებით მათი წონის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. რაც მთავარია, სამზარეულოს სასწორი სასურველი ფასის, ფორმისა და ბრენდის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ: 

 

 

 

ნებისმიერი შეფ-მზარეულისთვის, ხის კოვზები სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ხე ბევრად უფრო პრაქტიკული და უსაფრთხოა, ვიდრე პლასტმასის ან ლითონის კოვზები. ვინაიდან, ხის გამოყენებისას, არ გვჭირდება ფიქრი კოვზების მიერ სითბოს ტოლერანტობაზე, სანამ ცხელი ქვაბის შიგთავსს ურევთ. პლასტმასის კოვზებისგან განსხვავებით. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ხის კოვზები უსაფრთხოა მჟავე საკვებთან ერთადაც. ხე ჩვენს საკვებში ნარჩენებს ან სპეციფიკურ სუნს საერთოდ არ დატოვებს. გარდა ამისა, ხის კოვზები არ კაწრავენ ქვაბსა და ტაფებს, როგორც ეს ლითონის კოვზების შემთხვევაში ხდება. ხის კოვზებთან ერთად, სამზარეულოში საჭრელი დაფებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მათ გარეშე, ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმისათვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ აქ ხის დაფებისა და კოვზების რამდენიმე ვარიანტსაც გთავაზობთ: 

 

 

 

თუჯის ტაფა ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი და პოპულარული ატრიბუტია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგიძლებთ და დროის გასვლასთან ერთად, უკეთესიც კი გახდება. სწორად მოპყრობით, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ბუნებრივი არაწებოვანი ტაფა ჰაშბრაუნისთვის, ორაგულის ფილესა და მრავალი სხვა კერძის მოსამზადებლად.  რა თქმა უნდა, ის უსაფრთხოა ღუმელში ნებისმიერი სახით გამოცხობისა და გამოწვისთვის.