search

ზოგადი

როგორ მოვიწყოთ კინოთეატრი სახლში

20 ნოემბერი 2023

როგორ მოვიწყოთ კინოთეატრი სახლში

დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, სახლში თბილად და კომფორტულად ყოფნა რელაქსის საუკეთესო წყაროა. სახლში დასვენებას კი, არაფერი უხდება ისე, როგორც კინოჩვენების საღამო. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ხშირად ეძებს გზებს სახლში კინოთეატრის მოსაწყობად, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოს ცოტა ჩახლართული პროცესიც კი გვეგონოს, თუმცა დღეს, ამ აზრის სიმცდარეში დაგარწმუნებთ. ვინაიდან, არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე სასურველი სივრცის მოწყობა მაშინ, როცა ონლაინ შოპინგი და არჩევანის მრავალფეროვნება არსებობს. მაშ, ასე: 

 

 

სახლში კინოთეატრის მოსაწყობად, პირველ რიგში, განსაკუთრებული სიმყუდროვისა და გარემოს შექმნა გვჭირდება ტელევიზორზე მეტად ეგზოტიკური მოწყობილობით. ასეთ ეფექტს, სახლის მინი პროექტორი, მაგალითად, BYINTEK K16 გვთავაზობს. მისი ვინტაჟური დიზაინი და ნეიტრალური ფერი ძალიან უხდება თითქმის ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს და გარდა იმისა, რომ თავისი ზომისა და გაბარიტების გათვალისწინებით, გამოყენების კუთხით ძალიან კომფორტულია, მისი ოთახში მოთავსება უპრობლემოდ შეგიძლიათ ისე, რომ თქვენი სახლი მხოლოდ გაალამაზოს.

 

 

მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არაფერი ისე არ უხდება სახლის კინოთეატრს და ზოგადად, კინოს, როგორც ცხელი და გემრიელი პოპკორნი. განსაკუთრებით, მაშინ, როცა მისი მომზადება შენს გემოზე, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ამაში კი, Franko-ს პოპკრონის აპარატი FPM-1191 დაგეხმარებათ. ეს მომცრო ზომის მოწყობილობა თქვენი და თქვენი მეგობრების შეკრების საღამოებზე სახალისო მოგონებების შექმნაში დაგეხმარებათ. 

 

 

მას შემდეგ, რაც პოპკრონიც მოვიმარჯვეთ და პროექტორიც მზადაა, უკვე დროა გემრიელად მოკალათებაზეც ვიფიქროთ. ამისათვის, ერთ-ერთი საუკეთესო გზას სავარძელი პუფი გვთავაზობს, რომელიც ერგება ჩვენი სხეულის მდგომარეობას და საშუალებას გვაძლევს განვთავსდეთ ისე, რომ ყველაზე კომფორტული რაკურსით ვუყუროთ ჩვენს საყვარელ ფილმსა თუ ანიმაციას. რაც მთავარია, მისი მსუბუქი ბუნებიდან გამომდინარე, სავარძელი პუფი განსაკუთრებით მოქნილია მათთვის, ვისაც სტუმრიანობისა და დიდი სამეგობრო წრის გამო ხშირად უწევს ავეჯის ერთი ოთახიდან მეორეში გადაადგილება. 

 

 

ფილმის ნახვის შემდეგ, ერთმანეთისთვის ემოციებისა და მოსაზრებების გაზიარებას სულ სხვა ხიბლი აქვს. ასეთ დროს, სნექებით სუსნაობა გამოკვეთილად სასიამოვნო პროცესია. იმისათვის, რომ თავი დავიზღვიოთ, კარგი აზრია სნექები, მაგალითად, ჩიფსი, ბრუსკეტა, მიწის თხილი თუ სხვა, წინასწარ მოვიმარაგოთ. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, იმასაც გეტვით, რომ Vendoo-დან სნექების გამოძახებაც შეგიძლიათ.