search

ზოგადი

ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს

20 ნოემბერი 2023

ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს

თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურად ახალ-ახალ გამოწვევებთან უწევს შეჭიდება. მათ შორის, ჰიბრიდულ თუ სრულად დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შემდეგ, ხშირია სამსახურსა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებიც. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ისეთ ელექტრონულ გაჯეტებს გაგაცნობთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს: 

 

 

დღეს, აღარაფერი ხდება დემო ჩვენებებისა და მუდმივი შეხვედრების გარეშე. ამიტომაც, აქტიურ სამუშაო გარემოში, ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა პორტატული მინი პროექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, VanTop 495W მინი პროექტორი შესანიშნავი შენაძენი გახდება მათთვის, ვისაც შეხვედრებითა და პრეზენტაციებით დატვირთული სამუშაო კვირები აქვს. მისი პორტატული ხასიათისა და მცირე ზომების გათვალისწინებით, ვანტოპი გამოდგება ნებისმიერი ზომის სივრცისათვის, მთავარია იპოვოთ ადგილი, რაზეც პროექტორს მიანათებთ. ამასთან ერთად, იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასვლითი თიმბილდინგების ორგანიზებისას, როცა სხვადასხვა სავარჯიშოს, თამაშისა თუ კონტენტის ჩვენება გსურთ გუნდისთვის. 

 

 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პლანშეტური კომპიუტერი, მაგალითად iPad-ი, მხოლოდ ფუფუნების საგანი და უბრალოდ "სათამაშოა", თუმცა, როგორც ფრილანსერი და დისტანციური სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანები ამბობენ, პლანშეტური კომპიუტერი არის ის, რაც სამუშაოს კიდევ უფრო შეგაყვარებთ და თქვენს ყოველდღიურობას თავის კომფორტის ზონაში მოაქცევს. ბოლო დროს, შესამჩნევია ტენდენცია, სადაც iPad-ი და სხვა მსგავსი პლანშეტები უნაკლოდ ანაცვლებენ ლეპტოპებს და ადამიანების განუყრელი მეგობრები ხდებიან. iPad-ის გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელი და სასარგებლოა შემოქმედებით სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, მაგალითად, გრაფიკული დიზაინერისთვის, ილუსტრატორისა, თუ დიჯითალ არტისტისთვის. მისი ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ლეპტოპებისაგან განსხვავებით iPad კიდევ უფრო მსუბუქი და კომპაქტური გაჯეტია, რომლის გადაადგილება და მოხმარება ძალიან კომფორტული და მარტივია.

 

 

თანამედროვე ოფისები, ხშირად, ერთიან და ღია სივრცეებს გულისხმობს, სადაც ადამიანები ერთმანეთისაგან მხოლოდ სამუშაო მაგიდებით არიან დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სივრცეში ინტერაქცია ძალიან კომფორტულია და ხშირად, უფრო სახალისოც, რიგ შემთხვევებში, მუდმივად მსგავს სივრცეში ყოფნა შესაძლოა ძალიან დამღლელიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხმაურსა და ხშირ მოძრაობაში მობილიზაცია და კონცენტრაცია უჭირს. სწორედ ამიტომ, მსგავსი შემთხვევებისთვის, სამუშაო მაგიდის საუკეთესო დანამატი უკაბელო ყურსასმენია, რომლის დახმარებითაც, შეგიძლიათ თავი აარიდოთ ირგვლივ მყოფების საუბარს და კომფორტული პირადი სივრცე მოიწყოთ. სწორედ ამიტომ, მათთვის ვინც მუშაობის დროს მყუდრო გარემოს შექმნას საყვარელი ფლეილისტითა და ამგვარად იზოლაციით ამჯობინებს, JBL Tune Flex ძალიან კარგი ალტერნატივაა. გარდა ამისა, თანამედროვე ყურსასმენებს შორის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი მოდელებიც, რომლებიც ხმის დახშობით ფუნქციით არიან აღჭურვილი (ასეთია, მაგალითად Apple airpods) და ამგვარად, კიდევ უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტასაც გვთავაზობენ. 

 

 

ახალი ონლაინ პლატფორმების გამოჩენამ, ისეთი, როგორიცაა Instagram და Tik-Tok, ახალი პროფესიებიც გააჩნია, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა და ხშირად, საჭიროებასაც კი ქმნის, ოფისს გარეთ იმუშაო, იყო სწრაფი და მოქნილი. რაც მთავარია, გქონდეს სმარტფონი და შეგეძლოს მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. თუმცა, მსგავსი სამსახური გულისხმობს იმასაც, რომ მუდმივად მზად უნდა იყო ენერგიით აავსო შენი გაჯეტი, რათა მუშაობისას მოულოდნელად არ გაგეთიშოს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვინც განსაკუთრებით დამოკიდებულია თავის მობილურ მოწყობილობებზე, მაგალითად, კონტენტ კრეატორებისთვის, პორტატული დამტენის ქონა ხშირად კომფორტი, ზოგჯერ კი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. რჩევის სახით, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს, ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Xiaomi 33W პორტატული დამტენი, ვინაიდან გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასითა და მოქნილობით, რადგან საშუალებას გვაძლევს მასზე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა დავაერთოთ.