search

ზოგადი

აპრილისთვის აუცილებელი 5 ნივთი Vendoo-სგან

11 აპრილი 2023

აპრილისთვის აუცილებელი 5 ნივთი Vendoo-სგან

აპრილის თვე კი გამოირჩევა არეული და მუდამ ცვალებადი ამინდებით, თუმცა ერთ ფაქტს ვერ გავექცევით - უკვე გაზაფხულია! Რაც იმას ნიშნავს, რომ სიახლეების დროა. 

ამ ბლოგში Vendoo გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან 5 ნივთს, რომელიც სწორედ ამ სეზონზე, სხვადასხვა საჭიროებისა და გარემოების გამო, აუცილებლად უნდა შეიძინოთ: 

 

ფურმინატორი

გაზაფხულზე ჩვენს ერთგულ ოთხფეხა მეგობრებს, ბეწვის ცვენა ეწყებათ, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად, მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. ასეთ დროს, აუცილებელია ძაღლის არა უბრალოდ დავარცხნა, არამედ მათი ბეწვის გამოხშირვა (გამოვარცხნა), რომელსაც სპეციალური სავარცხელი სჭირდება. Vendoo-ც სწორედ ამ ნივთს გთავაზობთ, რომლის შეძენაც 31 ლარად შეგიძლიათ.

 

იარაღების ნაკრები

გაზაფხულის მოსვლა, ბაღში აქტიურ სამუშაოებსაც გულისხმობს, რადგან სწორედ ახლაა ის სეზონი, როდესაც ბალახი უნდა გაიკრიჭოს, მცენარეები უნდა შეიწამლოს, დაითესოს, გადაინერგოს, გაისხლას…ამის გაკეთებას კი საკუთარ ბაღში, საკუთარი ხელებით, უდიდესი სიამოვნება მოაქვს. ამ ჩამონათვალში გთავაზობთ იმ მთავარ ნივთებს და იარაღების ნაკრებს, რომელიც ვთვლით, რომ ამ პროცესებში გამოგადგებათ და დაგეხმარებათ. თანაც, ახლა საიტზე ფასდაკლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრების შეძენა 120 ლარის ნაცვლად, 105 ლარად შეგიძლიათ.

 

Მტვერსასრუტი

Მტვერსასრუტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო ტექნიკაა ყველა სახლში. გაზაფხულზე, როდესაც აივნის კარი სულ ღია გვაქვს, გროვდება გარედან შემოსული მტვერი და სახლის მტვერსასრუტით მოწმენდა კიდევ უფრო ხშირად გვიწევს, ვიდრე სხვა სეზონებზე. თანაც, ამ ყველაფერს თუ ის ემატება, რომ სახლში ოთხფეხა ცხოველი გვყავს და ბეწვის ცვენის პერიოდი აქვს - მითუმეტეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აუცილებელ ნივთთა ჩამონათვალში ეს ტექნიკაც შეგვეყვანა. 300 ლარიანი ფასდაკლება Vendoo-ზე ნიშნავს იმას, რომ ახლა მისი შეძენა 1999 ლარის ნაცვლად, 1699 ლარად შეგიძლიათ

 

მზისგან დამცავი ლოსიონი

Მზისგან დამცავი ლოსიონი მხოლოდ ზაფხულში, რუჯის მიღების დროს არ გვჭირდება. Როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ნებისმიერ სეზონზე, ულტრაიისფერი სხივები, რომელსაც მზე გამოყოფს, კანისთვის ძალიან საზიანოა. არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ამ სეზონზე, მიუხედავად შედარებით ნაკლები ტემპერატურისა, მზის სხივები კანში მაინც აღწევს, რაც ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას და ზოგ შემთხვევაში აჩენს პიგმენტურ ლაქებს, რაც შემდგომში საკმაოდ რთული გასაქრობი და სამკურნალოა. 

ამ შემთხვევაში ჩამონათვალში ადგილს მზის დამცავ ლოსიონს ვუთმობთ, რომელიც ვთვლით, რომ აუცილებელი ატრიბუტია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ბადმინტონის კომპლექტი

კარგი ამინდების სუფთა ჰაერზე გატარებასაც ნიშნავს გაზაფხული, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქტივობასთან არის დაკავშირებული. Რა ჯობია პარკში, აბიბინებულ ბალახში მეგობრებთან ერთად წამოკოტრიალებას და თან ბავშვობის საუკეთესო თამაშებით გართობას. Ბადმინტონის კომპლექტით ტყუილად არ ვასრულებთ ამ ჩამონათვალს. დროის გასაყვანად და გასართობად, მეგობართან ერთად აწყობილი ბურთების რაოდენობის თვლა, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.