search

ტელეფონები

რა სიურპრიზებს გვიმზადებს Apple iPhone 11 და რა გააკვირვებს მომხმარებელს ყველაზე მეტად

22 იანვარი 2020

რა სიურპრიზებს გვიმზადებს Apple iPhone 11 და რა გააკვირვებს მომხმარებელს ყველაზე მეტად

რა სიურპრიზებს გვიმზადებს Apple iPhone 11 და რა გააკვირვებს მომხმარებელს ყველაზე მეტად

 

ეფლის ახალი აიფონ 11-ს სერიის ჩანაფიქრში მომხმარებლის სიამოვნება, შეწუხება და დაბნევა ერთნაირი დოზითაა გათვლილი, თუმცა ყველაზე დიდი შოკი, რომელსაც  Apple iPhone 11 უმზადებს მის ერთგულ ადამიანებს არის ფასი.

 

Apple iPhone 11 Pro render based on extensive leaks

 

როგორც ეფლ ინსაიდერი (AppleInsider) იუწყება, ჯეი პი მორგანის ახალი რეპორტი ამჟღავნებს, Apple-მა მოახერხა და  დაახლოებით 12%-თ შეამცირა თავისი ახალი აიფონ 11-ს წარმოების ხარჯები, iPhone XS-თან შედარებით. ალბათ ყველამ იფიქრეთ, რომ შესაბამისად უნდა გაიაფებულიყო ახალი აიფონი მომხმარებლისათვის, თუმცა ეს ასე სავარაუდოდ არ მოხდება და ზუსტად ეს იქნება ყველაზე დიდი გაკვირვების მიზეზი ეფლის მომხმარებლისათვის.

 

ჯეი პი მორგანის ინფორმაციით iPhone 11-ს მასალების ღირებულება Iphone XS Max-თან შედარებით 30$-დან 50$-მდე შემცირდა, რაც აიფონ იქს ეს მაქსის მასალების ღირებულების (433$) 7%-12% გახლავთ. JP Morgan-ს ვერსიით ამ ეკონომიის მიზეზი მეხსიერების მოწყობილობის გაიაფებაა, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეფლი გააუქმებს iPhone XS-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას - 3დ შეხებას (3d touch), ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ ეფლს აქვს და მისი წარმოება იაფი ნამდვილად არ ღირს. 

 

თუ ეფლი ახერხებს ამხელა ეკონომიის გაკეთებას ახალი პროდუქციის წარმოებისას, რატომ არ იაფდება ახალი iPhone 11 - iPhone Pro მომხმარებლისთვის ? როგორც ჯეი პი მორგანი ხსნის, აღნიშნული დანაზოგი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ დაიფაროს 10%-ანი ტარიფი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები სავარაუდოდ მიიღებს მიმდინარე ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური ომის გამო, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ეფლს მეტი მოგება დარჩეს.

 

Render of Apple's new iPhone 11 range based on extensive leaks

 

თუ დავეყრდნობით ჯეი პი მორგანს, სავარუდოდ 10% ტარიფის შემოღების მიუხედავად ეფლი 8%-თ გაზრდის საკუთარ სარგებელს, რადგან მისი ტელეფონების ორი მესამედი ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მესამედი ნაწილი დაიბეგრება 10%-თ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ტარიფი თუ არ იქნება შემოღებული, ეფლი ფასებს მაინც არ დაწევს და უბრალოდ მეტ მოგებას მიიღებს.

 

რამდენად გამაღიზიანებელი იქნება ეს მომხმარებელთათვის? გააჩნია რამდენად ერთგულნი არიან ისინი ამ ბრენდისადმი.

 

ხალხის გაღიზიანების დონე ასევე დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაამართლებს ახალი აიფონ პრო - აიფონ 11 იგივე მაღალ ფასს, რაც მის წინამორბედს ჰქონდა. ამისათვის კი საჭიროა, რომ მან გამორჩეული ფუნქციები და დიზაინი იქონიოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის საიდუმლოდ შენახვაც დიდად იყო სასურველი Apple-სთვის. ხალხის აზრით ახალი დიზაინი არც თუ ისე მიმზიდველია, როგორც წინა მოდელები, თუმცა ახალი მოდელის სერია მხოლოდ გამოსვლის შემდეგ გახდება სრულად ცნობილი მომხმარებლისათვის და მხოლოდ მაშინ შევძლებთ გავიგოთ რეალური გამოხმაურება.

 

რამდენად სწორია ის ჭორები, რაც ახალი აიფონის შესახებაა გავრცელებული ჯერ არ ვიცით, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები USB Type C-ს შესახებ, უნივერსალური 5G ქსელის შესახებ და ა.შ.

 

ერთად დაველოდოთ სექტემბერს და ვნახოთ რა გამოხმაურება მოჰყვება ეფლის ახალ მოდელს, რეალურად რა ფუნქციებსა და დიზაინს შემოგვთავაზებს ახალი iPhone 11.

 

წყარო: Forbes.com