search

ზოგადი

გაზაფხულის დღეებს Vendoo ფასდაკლებებით ხვდება

7 მარტი 2023

გაზაფხულის დღეებს Vendoo ფასდაკლებებით ხვდება

მარტის თვე ბევრი მიზეზის გამო გვიყვარს ადამიანებს. პირველ რიგში, ის გაზაფხულის მომტანი და მახარებელია, მეორე მიზეზი კი ისეთი დღეების აღნიშვნაა, როგორიცაა დედის დღე (3 მარტი) და ქალთა დღე (8 მარტი).

8 მარტის დღესასწაულს Vendoo-ც უერთდება. ამ დღის აღსანიშნავად განსაკუთრებულ შეთავაზებას გთავაზობთ. 6 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, ნებისმიერ პროდუქციაზე მიიღებთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარიან ფასდაკლებას.

JBL ყურსასმენი

ძალიან მოსახერხებელი, ხარისხიანი და კომფორტული ყურსასმენი ნამდვილად სასურველი ტექნიკაა, რომლითაც გვგონია, რომ ადრესატს ძალიან გაახარებთ. Viza-ს აქციით მისი ფასი 252 ლარი იქნება.

დეკორატიული კოსმეტიკა

MESAUDA-ს ფირმის კოსმეტიკა ნამდვილად კარგი საჩუქარია. Საქმე რომ უფრო გაგიმარტივოთ, გთავაზობთ რამდენიმე სასაჩუქრე ნივთს ერთად: კონსილიერი, თვალის ლაინერი, ჩრდილების პალეტი ფერების ფართო არჩევანითა და წითელი ტუჩსაცხი. ეს ყველაფერი ერთად 105 ლარი დაგიჯდებათ. Visa-ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, კი 73 ლარი.

Მაკიაჟის ორგანაიზერი

თუ თქვენს ადრესატს უყვარს მაკიაჟის მოხმარება, სახლში ბევრი კოსმეტიკური საშუალება აქვს და მაკიაჟის ორგანაიზერი ძალიან კარგი საჩუქარია იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც უყვართ მაკიაჟის მოხმარება, სახლში ბევრი კოსმეტიკური საშუალება აქვთ და მათი გადაადგილება ხშირად უხდებათ. ამ ორგანაიზერს ის გამოარჩევს, რომ აქვს რამდენიმე განყოფილება, საკიდი, არის კარგი ხარისხის და თან, საკმაოდ მსუბუქია.

ფირსაკრავი

მუსიკის მოყვარულთათვის (და არა მხოლოდ) ფირსაკრავი სასაჩუქრედ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. Vendoo-ზე ამ ნივთს 449 ლარად შეიძენთ, მოქმედებს განვადებაც და თან, თუ მის შეძენას 6-8 მარტის ჩათვლით აპირებთ, მასზე განსაკუთრებული, 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

Სათვალე

გაზაფხული მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მზიანი დღეები გველის, ასეთი დღეებისთვის კი, აუცილებელი ატრიბუტი - სათვალეა. IZIPIZI-ს ბრენდის სათვალე 8 მარტისთვის საჩუქრად, მშვენიერი არჩევანია, თანაც ის Vendoo-ზე 145 ლარის ნაცვლად, ახლა 129 ლარი ღირს. Visa ბარათით კი, 90 ლარად შეიძენ.

Სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.