search

ზოგადი

შეარჩიე საახალწლო ნაძვის ხე საუკეთესო ფასად

17 ნოემბერი 2021

შეარჩიე საახალწლო ნაძვის ხე საუკეთესო ფასად

ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ფერად-ფერადი განათებები, ბრჭყვიალა დეკორაციები, მორთული ქუჩები, ეზოები, სკვერები პარკები და რაღა თქმა უნდა,  დიდებული საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ამ მშვენიერი დღის განუყოფელი ნაწილია.

ახალი წლის სიმბოლოს - ნაძვის ხეს, განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, სახალისო დეკორაციებით, ციმციმა ნათურებითა და ჭრელ-ჭრელი აქსესუარებით ნაძვის მორთვა ყველასათვის ამაღელვებელი და სასიამოვნოა ტრადიციაა.

საახალწლო ფუსფუსს მართლაც ვერაფერი შეედრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი ნაძვის ხის შეძენას გეგმავ.

ვენდუზე არაჩვეულებრივ ნაძვებს შეხვდები, შეძლებ დაათვალიერო ფერადი თუ სადა, ფუმფულა და შედარებით „თხელი“ საახალწლო ნაძვები. გარდა ამისა, ჩვენთან ნაძვის ხის შეძენას ფასდაკლებითაც შეძლებ, ასევე საშუალება გაქვს ისარგებლო განვადებით.

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აგიწყვია სადღესასწაულო ნაძვი, ამ “რთულ”, დეტალებით სავსე, დამღლელი სამუშაოს, წინ  სასიამოვნო, ემოციით სავსე შედეგიც ახლავს თან - „პიედესტალზე“ მდგომი მანათობელი ნაძვის ხე.  სწორედ ამიტომ, ამ შეგრძნების გამეორება ჩვენთვის ყოველ წელს სასიამოვნოა.

დაფიქრდი და წარმოიდგინე, როგორ ნაძვის ხეს ისურვებდი ახალი წლის შესახვედრად?

  • საოცრად რეალისტური მწვანე ნაძვის ხე, გაფუებული ტოტებითა და პაწაწინა გირჩათი;
  • მაღალი და ფუმფულა, თეთრი და სრულიად დათოვლილი;
  • მწვანე ნაძვი მსუბუქად დათოვლილი ტოტებითა და ფაფუკი წიწვებით.

სანამ საოცნებო ნაძვის ხეს შეიძენ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მისი ზომა თუ ფორმა, ფერი, ფასი და დამატებითი მახასიათებლები. შესაძლოა შენ მიერ შეძენილი ნაძვი მეტად მაღალი ან ზედმეტად ფუმფულა აღმოჩნდეს და ვერ შეძლო სათანადოდ განთავსება. გარდა ამისა, საახალწლო აქსესუარებიც ხომ უნდა მოუხდეს?

არ იღელვო, ვენდუზე ონალაინ შოპინგი სასურველ საახალწლო ნაძვის ხეს აუცილებლად გაპოვნინებს, თანაც ხელსაყრელ ფასად.

მწვანე, თეთრი, ოქროსფერი, ნახევრად დათოვლილი, ფაფუკი თუ თხელი ნაძვის ხეები. ყველა მათგანის შეძენა ფასდაკლებით შეგიძლია, ამას გარდა,  განვადებითაც ისარგებლებ.

თუ თოვლი შენთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ან უბრალოდ ძალიან გიყვარს, თეთრი და ფუმფულა ნაძვი სწორედ შესაფერისი იქნება!

თეთრი ნაძვები „თოვლით სავსე ტოტებით“, მეტად რეალისტურად ქმნიან სეზონური დღესასწაულის ჯადოსნურ განწყობას. თანაც ასეთი ნაძვის ხე, თითქმის ყველანაირი დეკორაციით შეგიძლია გააფორმო, საახალწლო ნივთები მასზე უფრო თვალსაჩინოა.

თუ კლასიკური ვიზუალი შენთვის უპირატესია, მაშინ მწვანე ნაძვს გირჩევ.

მწვანე, გაშლილ ტოტებიანი ნაძვი, ცოცხალი, ბუნებრივი ხის  შთაბეჭდილებას ქმნის და მცირე დეკორაციითაც კი ძალიან ლამაზია.

არ აქვს მნიშვნელობა დიდი ზომის, მაღალ ნაძვის ხეს ეძებ, თუ შედარებით პატარას, ვენდუზე შენთვის სასურველს აუცილებლად იპოვი. რაც მთავარია, შერჩეული ნაძვის ხის შეძენა ფასდაკლებით  შეგიძლია. და მაინც, თუ შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვს, ვენდუ ამ სურვილსაც შეგისრულებს, საახალწლო ნაძვის ხეს განვადებითაც შეიძენ!

ნუ დაგავიწყდება, ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, სწორედ ამიტომ სადღესასწაულო სამზადისიც დროულად უნდა დაიწყო.