search

ზოგადი

რა უნდა ვიცოდე, თუ სახლისთვის გამათბობლის შეძენა მსურს?

20 ოქტომბერი 2021

რა უნდა ვიცოდე, თუ სახლისთვის გამათბობლის შეძენა მსურს?

შემოდგომის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა სითბო იკლებს, ტემპერატურა იცვლება და  ზრუნვა სახლის გათბობაზეც გვიწევს. თანამედროვე პირობებში, გათბობის უამრავი გზა  არსებობს. გაზის, ელექტრო თუ ცენტრალური სისტემის მქონე საშუალებები.

გამათბობელი ისეთი აუცილებელი და საჭირო ნივთია, რომელიც წელიწადის რამდენიმე სეზონზე გვჭირდება. თუმცა სანამ შენი სახლისთვის შესაფერისს გამათბობელს შეიძენ, მანამდე უნდა განსაზღვრო ახალი გამათბობლის შესაძლებლობები, უპირატესობები და ნაკლოვანებები, ყველა პატარა თუ დიდი მახასიათებელი.

ვენდუზე გამათბობლების მრავალ სახეობას იპოვი, შეხვდები ისეთ ბრენდებს როგორებიცაა: ILITEK, Vigo, Akog, Luxell, Ali, KUMTEL, Rubino, Millen, FLORIA, ZILAN, Ardesto, Haier, BOSCH, Ferolli, ARISTON. შეძლებ გაზის გამათბობლები  ან გათბობის ქვაბები განვადებით შეიძინო.

და მაინც, როგორი უნდა იყოს ჩემი ახალი „გამათბობელი“?

როცა ახალი გამათბობელს შეძენას გადაწყვეტ, დგება შედარების მომენტი. ახალი აუცილებლად უნდა ჯობდეს არსებულს, ის ხარვეზები, რაც ჩვენს წინა მოწყობილობას ჰქონდა უკეთესით უნდა შევცვალოთ.

  მაგალითად თუ შენი გაზის გამათბობელი ვერ უმკლავდებოდა მთლიან სახლის გათბობას, ან ბევრ ელ.ენერგიას მოიხმარდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოძებნო ისეთი, რომელიც იდეალურად მოერგება შენს ყოველდღიურ პირობებს. ცენტრალური გათბობის ქვაბები სითბოს მთელს სახლში უზრუნველყოფენ. ასეთი ტიპის გამათბობელი საშუალებები შედარებით მაღალფასიანია, თუმცა ვენდუზე შეგიძლია  ცენტრალური გათბობის ქვაბი განვადებით შეიძინო.

გამათბობლის სწორად შესარჩევად გაითვალისწინე შემდეგი:

  • ფართის მოცულობა/ზომა
  • გამათბობლის ტიპები (გაზის, ცენტრალური, ელექტრო)
  • გამათბობლის ფუნქცია-მახასიათებლები
  • ფასი

არსებობს გამათბობლის რამდენიმე ტიპი: ელექტრო, გაზის და ცენტრალური.

იმ შემთხვევაში თუ ძალიან პატარა სახლში ცხოვრობ, ან უბრალოდ 1 ოთახის გათბობა გსურს, გამოგადგება ელექტრო გამათბობლები. ასეთი გამათბობლები შედარებით პატარა ზომისაა და იმავე მოცულობის ფართს საკმაოდ კარგად უმკლავდება, თანაც მსუბუქია და ზოგიერთი მათგანი შეგიძლია იქ დაიდგა სადაც მოგესურვება.(მაგ. სპირალიანი გამათბობლები) ელექტრო გამათბობლების ფასი შედარებით ბიუჯეტურია, თუმცა არ არის ენერგოეფექტური და მრავალფუნქციური.

თუ საშუალო ფართი გაქვს (2-3 ოთახი) გირჩევ გაზის გამათბობლის შეძენას. ასეთი გამათბობლები სახლს კარგად ათბობს და საკმაო ხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. ამ ტიპის გამათბობლებს ძირითადად კედელზე ამონტაჟებენ. აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ადგილი, რათა სითბო მთელ ოთახში გადანაწილდეს. გაზის გამათბობელი ელექტროსთან შედარებით მეტი ფუნქციებით გამოირჩევა, აქვს როგორც ტემპერატურის რეგულირების, ასევე გაზის მიწოდების ავტომატური გათიშვის ფუნქცია. ვხდებით, როგორც საშუალო ღირებულების ასევე შედარებით მაღალფასიან მოდელებს.

გაზის გამათბობლის შეძენისას დააკვირდი წვის კამერის ტიპს. არსებობს ღია და დახურული წვის კამერის ტიპები. ღია კამერის ტიპი წვისთვის განკუთვნილ ჟანგბადს უშუალოდ ჩვენი სახლიდან მოიხმარს, ხოლო დახურული ტიპის მოწყობილობას აქვს სპეციალური კვამლის გამწოვი და ჰაერის შემომტანი, რომელიც შენობის გარეთ არსებული ჟანგბადით საზრდოობს. უსაფრთხოდ გასათბობად უმჯობესია ავირჩიოთ დახურული წვის ტიპის.

თუ დიდი სახლი გაქვს, ამ შემთხვევაში საუკეთესო გზა ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენაა, რომელიც სახლში მუდმივ სითბოს უზრუნველყოფს. ასეთი გამათბობლები ენერგოეფექტურია და შესაბამისად შედარებით ეკონომიურიც.

ცენტრალური გათბობის ქვაბები გამოირჩევა მულტიფუნქციური ინტერფეისითა  და კომპაქტური ზომით. აქვს საინტერესო და საჭირო ფუნქციები, შეუძლია,როგორც სახლის გათბობა ასევე წყლის გაცხელება. ზოგიერთი მათგანი მუშაობს გაზის დაბალი წნევის პირობებშიც, აქვს ყინვისგან დაცვის ფუნქცია, ნაკლებად ხმაურობს და ძალიან მარტივი სამართავია. ასეთი გამათბობლის ღირებულება საშუალოზე მაღალია, თუმცა ვენდუზე ცენტრალური გამათბობლის ქვაბის შეძენას განვადებითაც შეძლებ.

როგორც უკვე შეიტყვე, ზამთარში სრული კომფორტისათვის შესაფერისი გამათბობლის შერჩევას ვენდუზე მარტივად შეძლებ. სურვილისამებრ შეგიძლია შეიძინო ელექტრო, გაზის ან ცენტრალური გათბობის ქვაბები.

თუ ბიჯეტურ გამათბობელ საშუალებას ეძებ, ელექტრო გამათბობელი მშვენიერი ვარიანტია. მაშინ როცა საშუალო ფასში გსურს გამათბობლის შეძენა, გაზის გამათბობელს გირჩევ. უფრო მაღალ ფასში კი ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენას, თანაც დამატებით  წყლის გამაცხელებლის ყიდვა აღარ მოგიწევს, რადგან თავად აქვს ეს ფუნცია.

იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ გაქვს საჭირო თანხა ცენტრალური ან გაზის გამათბობლის შესაძენად, ვენდუ გთავაზობს ისარგებლო  თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ტერა ბანკის, კრედო ბანკის, კრისტალის  და ასევე სფეისის მოქნილი და ხელსაყრელი პირობებით.