search

ზოგადი

როგორ შევარჩიო მაჯის საათი ვენდუზე?

19 ოქტომბერი 2021

როგორ შევარჩიო მაჯის საათი ვენდუზე?

მაჯის საათი საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც დღეს არამარტო დროის გაგების საუკეთესო საშუალება, არამედ სრულყოფილი აქსესუარიცაა. დროთა განმავლობაში საათის დიზაინი და ფუნქციები შეიცვალა. დღეს შეხვდებით, როგორც კლასიკური ტიპის საათის მოდელებს, ასევე ეგრეთწოდებულ სმარტ საათებს.

ვენდუზე ონლაინ  შოპინგისას საათების დიდ არჩევანს ნახავ, ფორმის, ფერის, ზომისა თუ დიზაინის მიხედვით. მოდელებს, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის არის შექმნილი, ან თუნდაც უნისექსია. შეხვდები ისეთ ბრენდებს როგორებიცაა: Lorus, Festina, Ronius, Candino. შეძლებ საათების სასურველ ფასში, საათების განვადებით ან საათების ფასდაკლებით შეძენას. გარდა კლასიკური ტიპის საათებისა, ვენდუზე ასევე სმარტ საათების დიდი არჩევანიცაა.

ალბათ წარმოგიდგენია როგორი უნდა იყოს შენი ახალი საათი. უნდა ჰქონდეს დახვეწილი დიზაინი, ისეთი კორპუსი, რომელიც ადვილად არ დაზიანდება, აუცილებლად უნდა აჩვენებდეს საათს, წუთს, წამს, დამატებით თარიღის ნახვის შესაძლებლობაც თუ გექნება კიდევ უკეთესი. ამასთან ერთად  ყოველდღიური მოხმარების დროსაც კომფორტული უნდა იყოს.

სანამ უშუალოდ საათის შეძენას გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა იცოდე რას გთავაზობს დღევანდელი რეალობა. რა ფუნქცია-მახასიათებლები აქვს ულტრათანამედროვე საათებს.

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და სმარტ საათს შორის?

თანამედროვე საათის შესაძლებლობები ბევრად მეტია ვიდრე „დროის ზუსტი გაგების“ ფუნქცია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ მეტი მისი დამატებითი მახასიათებლების შესახებ.

კლასიკური ტიპის საათებს აქვთ უჟანგავი ფოლადის კორპუსი, კვარცული მექანიზმი, 3 ან 4 მაჩვენებელი (საათი, წუთი, წამი და დამატებით თარიღი). მაღალი ხარისხის სამაჯური, სილიკონის, ტყავის ან უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული. ზოგიერთი ბრენდი გვთავაზობს წყალგაუმტარობის ფუნქციასაც, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მიმზიდველია.

ახალი თაობის საათები მწარმოებელმა ბრენდებმა მხოლოდ სტანდარტული ფუნქციები არ იკმარეს და მას ძალიან საჭირო და ჭკვიანური კომპონენტები დაუმატეს.

  • სმარტ საათს შეუძლია დაითვალოს შენ მიერ გავლილი ნაბიჯები, გაგისინჯოს პულსი თუ არტერიული წნევა;
  • გაჩვენოს შენს მობილურ ტელეფონზე შემოსული ზარები და შეტყობინებები,
  • ამას გარდა ზოგიერთ მათგანს, კომპასისა და ძილის მონიტორინგის ფუნქციაც აქვს.

ვენდუზე სმარტ საათების საკმაოდ დიდი არჩევანია. შეხვდები ისეთ ბრენდებს როგორებიცაა:  Xiaomi, Samsung, CANYON, Amazfit, Apple, Honor, Huawei, Realme. ჩვენთან შეძლებ სმარტ საათები განვადებით შეიძინო ან შეარჩიო სმარტ საათის ფასდაკლებული ვარიანტი.

სანამ სმარტ საათის შეძენას გადაწყვეტ უნდა გაითვალისწინო შენი მობილური მოწყობილობის სისტემა. ზოგიერთი სმარტ საათი თავსებადია მხოლოდ Android სისტემასთან, ზოგი კი Ios-თან. თუმცა არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელიც ორივე ტიპის სისტემასთან მუშაობს. ვენდუზე ამ  სახის სმარტ საათის რამდენიმე მოდელს შეხვდები, რომელთა შეძენასაც განვადებითაც შეძლებ.

როგორც უკვე შეიტყვე, ვენდუზე თავისუფლად შეძლებ შენთვის შესაფერის საათის ან სმარტ საათის შერჩევას. ფერის, ფორმის ფუნქცია-მახასიათებლების  ან გარკვეული დეტალების მიხედვით. ამას გარდა, ნივთის შეძენა შენთვის მოსახერხებელი პირობებით შეგიძლია. ჩვენთან ფასდაკლებით ბევრი საინტერესო საათი შეგხვდება. თუკი შედარებით ძვირადღირებული მოდელი მოგეწონა ესეც არ წარმოადგენს პრობლემას, საათების განვადებით შეძენაც არის შესაძლებელი. ვენდუ გთავაზობს ისარგებლო  თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ტერა ბანკის, კრედო ბანკის, კრისტალის  და ასევე სფეისის მოქნილი და ხელსაყრელი პირობებით.