search

სამზარეულო

რა უნდა ვიცოდე სანამ სარეცხ მანქანას შევიძენ?

6 ოქტომბერი 2021

რა უნდა ვიცოდე სანამ  სარეცხ მანქანას შევიძენ?

ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად სარეცხი მანქანის დიზაინი და ფუნქციები სრულიად შეიცვალა, დღეს ის არამარტო ტანსაცმლის გარეცხვაში გვეხმარება, არამედ წურავს, ამშრალებს და ბუნებრივ იერსაც უნარჩუნებს ჩვენს საყვარელ ნივთებს.

სარეცხი მანქანა თავისი მონაცემებითა და ფუნქციებით განსხვავებულია, არჩევანიც ძალიან დიდია, თუმცა სანამ ყიდვას გადაწყვეტ, უნდა იცოდე როგორი სარეცხი მანქანა გჭირდება, რომელი ბრენდის, რა ზომის, რა მონაცემებითა და მახასიათებლებით.

ვენდუზე სარეცხის მანქანების უამრავ მოდელსა თუ სახეობას შეხვდები, ულტრათანამედროვე და ცნობილ  ბრენდებს: Aeg, Beko, Bosch, Candy, Electrolux, Hotpoint Ariston, Indesit, Kuppersberg, LG, Midea, Samsung, Sharp, Toshiba. შეძლებ სარეცხი მანქანები განვადებით შეიძინო, აირჩიო სარეცხი მანქანის ფასდაკლებული მოდელი ან ბიუჯეტური ვარიანტი.

როგორი იქნება ჩემი ახალი სარეცხი მანქანა?

თუ პატარა ოჯახი გყავს ან თუნდაც მარტო ცხოვრობ, გირჩევთ ვერტიკალური ტიპის სარეცხი მანქანა შეიძინო, ეს სახეობა პატარა და კომპაქტურია და შედარებით ვიწრო ფართისთვის არის შექმნილი. ამ ტიპის სარეცხ მანქანას ვენდუზე ბიუჯეტურ ფასად შეიძენ, უფრო მეტიც, ამ სახის ზოგიერთ სარეცხ მანქანაზე ფასდაკლებაც ვრცელდება.

თუ დიდი ოჯახი გყავს ფრონტალურ სარეცხ მანქანას გირჩევთ, ასეთი მანქანები საკმაოდ ტევადი და მასიურია, თავისუფლად შეძლებს ოჯახის ყველა წევრის მომსახურებას. ფრონტალური სარეცხი მანქანის ფასი შედარებით მაღალია, თუმცა სრულიად შესაძლებელია ამ ტიპის სარეცხი მანქანა განვადებით შეიძინო.

რა უნდა გავითვალისწინო სანამ სასურველ სარეცხ მანქანას შევიძენ?

  • ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი
  • ბრუნვის სიხშირე
  • ხმაურის დონე და ვიბრაცია
  • ძრავის ტიპი

ახალი სარეცხი მანქანის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, რომელიც მის „კლასს“ განსაზღვრავს. კლასიფიკაციის  მიხედვით ვხვდებით შემდეგ ტიპის მაჩვენებლებს: 

  • A და A+ „საუკეთესო”;
  • B - „ძალიან კარგი“;
  • C - „კარგი“
  • D - „ნორმალური“;
  • E - „დამაკმაყოფილებელი“
  • F - „ცუდი“
  • G - “ძალიან ცუდი“

ერთ კონკრეტულს შეიძლება სხვადასხვა ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები ჰქონდეს. მაგალითად: რეცხვის ეფექტურობის კლასი იყოს A+, ენერგო მოხმარების კლასი A ან B, ხოლო წურვის კლასი C. ამიტომ ნუ დაიბნევი თუ მსგავსი მონაცემი შეამჩნიე, განსაზღვრე რომელი უფრო პრიორიტეტულია შენთვის და მხოლოდ ამის შემდგომ აირჩიე.

კიდევ ერთი, რაც უნდა იცოდე არის ბრუნვის სიხშირე. შენი აზრით, რამდენ ბრუნს ასრულებს მანქანა 1 წუთში სარეცხის გაწურვისას? ბრუნვების მინიმალური რაოდენობა არის 400 ბრ/წუთში, ხოლო მაქსიმალური 2000 ბრ/წუთში. ყოველივე ეს დამოკიდებულია შენს მიერ შერჩეულ მანქანაზე.

სარეცხი მანქანის მაღალი ხმა და ვიბრაცია ზოგიერთი ადამიანისთვის მართლაც შემაწუხებელია, სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინო ეს ფაქტორიც. საბედნიეროდ თანამედროვე სარეცხ მანქანებში ძირითადად საშუალო დონის ხმასა თუ ვიბრაციას ვხვდებით. ჭკვიანის სისტემის წყალობით თავად გვატყობინებს ჩართვისა თუ დასრულების შესახებ და ეს უფრო მეტად კომფორტის შემქმნელია.

ახალი სარეცხი მანქანის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძრავის ტიპიც. არსებობს, როგორც სტანდარტული, ასევე ინვენტორული ძრავა. თანამედროვე ბრენდების მოდელებში ძირითადად ვხვდებით ინვენტორულ ძრავას, რაც სტანდარტულისგან განსხვავებით ენერგოეფექტურია და ნაკლებ ელექტრო-ენერგიას მოიხმარს.

როგორც უკვე შეიტყვე, ვენდუზე სასურველი სარეცხი მანქანის შერჩევა არ გაგიჭირდება. ნაირნაირ ბრენდებთან ერთად, უკვე იცი რომელი მახასიათებელი შეიძლება იყოს შენთვის შესაფერისი.

გარდა კომფორტული შერჩევის პროცესისა, ჩვენთან სასურველი სარეცხი მანქანის შეძენა განვადებით შეგიძლია, (მოქმედებს როგორც თიბისი ბანკის, ასევე სფეისის უპროცენტო განვადება) ასევე შეხვდები ფასდაკლებას სარეცხის მანქანის საკმაოდ ფუნქციურ მოდელებზე, ბიუჯეტური სარეცხი მანქანებიც არ დაგავიწყდეს, შეიძლება აგარაკზე ან სოფელში გამოიყენო. არჩევანი შენზეა, ისღა დაგვრჩენია სასიამოვნო ონლაინ შოპინგი გისურვო.