search

სამზარეულო

როგორ ვიპოვო იდეალური ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

30 სექტემბერი 2021

როგორ ვიპოვო იდეალური ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

თანამედროვე სამყაროში მუდმივად დროის დეფიციტს განვიცდით და ხშირად სახლის საქმეებისთვისაც არ გვრჩება დრო. თუმცა ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოებს, ისეთს როგორიც ჭურჭლის რეცხვაა, თავს მაინც ვერ ავარიდებთ. სწორედ ამიტომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარება გვჭირდება.

თუ წლების წინ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ახლა ის ყველას სჭირდება. მას შეუძლია შეასრულოს არასასიამოვნო შავი სამუშაო, დააწკრიალოს, გააშროს ჩვენი ჭურჭელი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ვენდუზე ონლაინ შოპინგისას ჭურჭლის სარეცხი მანქანების არაჩვეულებრივ მოდელებს შეხვდები, შეძლებ შეიძინო ისეთი ცნობილ ბრენდები როგორებიცაა: Vestfrost, Hotpoint Ariston, Bosch, Electrolux, MIDEA, SAMSUNG, Toshiba, Beko. სასურველი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვას განვადებით შეძლებ, შეარჩევ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფასდაკლებულ მოდელს ან ბიუჯეტურ ვარიანტს.

რა უნდა ვიცოდე სანამ ჭურჭლის სარეცხ მანქანას შევიძენ?

სანამ უშუალოდ შეძენას გადაწყვეტ, უნდა გაითვალისწინო ყველა პატარა თუ დიდი დეტალი. ოჯახის წევრების რაოდენობა, თავისუფალი ფართი, ჭურჭლის მახასიათებლები და სხვა. (ვინაიდან მინის, ფაიფურისა და ალუმინის ჭურჭელს სხვადასხვანაირი რეცხვა სჭირდება) მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადახვიდე შემდეგ ნაბიჯზე.

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე შენი ახალი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესახებ: 

  • ტევადობა და მოცულობა
  • ენერგოეფექტურობის კლასი
  • რეჟიმი და ფუნქციები
  • ძრავის ტიპი

პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინო არის ზომები. ახალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აუცილებლად უნდა მოერგოს შენს სახლში არსებულ ფართს. იმ შემთხვევაში თუ შედარებით პატარა ოჯახი გყავს, „ვიწროგაბარიტიან“ ჭურჭლის სარეცხ მანქანას გირჩევ. ასეთ მანქანას ყველაფერი აქვს, რაც ყოველდღიური მოხმარებისას დაგჭირდება, თანაც მსგავსი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენა ბიუჯეტურ ფასად შეგიძლია. არსებობს ასევე ჩასაშენებელი ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანებიც, რომელიც საშუალო ზომასთან ერთად აგრეთვე ბიუჯეტურიცაა.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა შეამოწმო არის ენერგოეფექტურობის კლასი. კონკრეტული ლათინური ასო განსაზღვრავს თუ რამდენად ეკონომიურად იყენებს მოწყობილობა ელექტროენერგიას. პირობითად A კარგს ნიშნავს, A+, A++ კიდევ უფრო უკეთესს, ზრდადობის მიხედვით. ასეთი ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფასი შედარებით მაღალია, თუმცა ვენდუზე განვადებით შეძენაც შესაძლებელია. ამას გარდა, რამდენიმე ძვირადღირებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფასდაკლებაშია.

მესამე ნაბიჯი ის ფუნქციები თუ რეჟიმებია, რომელიც თანამედროვე ჭურჭლის სარეცხ მანქანებს გააჩნია. გაწურვის, გამშრალებისა და ანტიბაქტერიული რეჟიმის გარდა, ბევრი საინტერესო მახასიათებელი გააჩნია.

  • „სწრაფი რეჟიმის“ ფუნქციას გამოიყენებ მაშინ, როდესაც ჭურჭელი არ არის ძალიან დასვრილი და მისი მარტივად გარეცხვაა შესაძლებელი;
  • EKO რეჟიმი ჭურჭელს შედარებით ნაკლები წყლის მოხმარების ხარჯზე რეცხავს, ისე რომ სრულფასოვნად სუფთა გახადოს;
  • ინტენსიური რეჟიმი- ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭლისთვის არის გათვლილი, რეცხავს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე და შედარებით დიდი დრო სჭირდება;
  • განახევრებული რეცხვის რეჟიმი ისეთ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებსაც ბევრი გასარეცხი ჭურჭელი არ უგროვდებათ. ამ ფუნქციის წყალობით, შეგიძლია ჭურჭელი მხოლოდ 1 თაროზე მოათავსო;
  • ავტომატური რეცხვის რეჟიმი თავად განსაზღვრავს და არჩევს ჭურჭლისთვის შესაფერის რეცხვის დროსა და ტემპერატურას;

დელიკატური რეჟიმი- განსაკუთრებით ძვირადღირებული ჭურჭლის მოყვარულებს მოეწონებათ, ამ ფუნქციის  წყალობით ფაიფურის ჭურჭელიც კი უნაკლოდ ირეცხება, ყოველგვარი გაკაწვრისა და დაზიანების გარეშე. 

შემდეგი რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია არის ძრავის ტიპი.არსებობს, როგორც სტანდარტული, ასევე ინვენტორული ძრავა. თანამედროვე ბრენდების მოდელებში ძირითადად ვხვდებით ინვენტორულ ძრავას, რაც სტანდარტულისგან განსხვავებით ენერგოეფექტურია და ნაკლებ ელექტრო-ენერგიას მოიხმარს.

როგორც უკვე შეიტყვე, ჭურჭლის სარეცხი მანქანები საკმაოდ მრავალფუნქციური და მოსახერხებელია ყოველდღიური მოხმარებისას. ახლა დროა განსაზღვრო შენი პრიორიტეტები და აირჩიო სასურველი ბრენდის შესაფერისი მოდელი. იმ შემთხვევაში თუ იდეალურს უკვე მიაგენი და თანხა არ გყოფნის, არ იდარდო, ვენდუზე ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენა განვადებით შეგიძლია, გარდა ამისა, შეძლებ შეარჩიო ფასდაკლებული ვარიანტი ან შედარებით ბიუჯეტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა.