search

ზოგადი

როგორ შევარჩიო მობილური ტელეფონი ვენდუზე სასურველ ფასად?

21 სექტემბერი 2021

როგორ შევარჩიო მობილური ტელეფონი ვენდუზე სასურველ ფასად?

 თანამედროვე რეალობა მობილური ტელეფონების ზღვა არჩევანს გვთავაზობს. კამერა, შიდა მეხსიერება, ეკრანი, ელემენტი, გამოსახულება თუ დიზაინი. სულ მცირე  დეტალიც კი მნიშვნელოვნად გვეჩვენება, როცა ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენთვის შესაფერისი სმარტფონი.

სანამ უშუალოდ მობილური ტელეფონის შეძენას გადავწყვეტ, სწორად უნდა განსაზღვრო შენთვის სასურველი ფასი, საჭიროებები და მოწყობილობის შესაძლებლობები.

რა მოლოდინი მაქვს ჩემი ახალი სმარტფონისგან?

თუ მობილური ტელეფონის ერთგული მომხმარებელი ხარ და კარგა ხანია არ შეგიცვლია, პირველი რაც გაგახსენდება არის მეხსიერება. ყველას გამოგვიცდია ის მტკივნეული მომენტი, როცა საყვარელ ტელეფონში ჩვენი ფაილები, ფოტოები და ვიდეოები აღარ ეტევა. ამიტომ დიდი მოცულობის მეხსიერება აუცილებელი მახასიათებელია ახალი სმარტფონისთვის.

 არანაკლებ მნიშვნელოვანია ფოტოების გადაღება, რაც არ უნდა კარგი კამერა ჰქონდეს შენს სმარტფონს, ახალი ყოველთვის ძველზე უკეთესია. ხარისხიანი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს მობილურ ტელეფონებს.

ელემენტის მოცულობა და სწრაფი დატენაც არ დაგავიწყეს, ძალიან არაკომფორტულია როცა ყველგან დამტენით თუ „უკაბელო ჩარჯერებით“ გიწევს სიარული.

და მაინც, მთავარი კომპონენტი ფასია, ყველა მახასიათებლის, მოთხოვნისა თუ სურვილის მიუხედავად, ზოგჯერ აქცენტს სასურველ ფასზე ვაკეთებთ.

ვენდუზე ბიუჯეტური სმარტფონების დიდ არჩევანს ნახავ, თუ ადრე წარმოუდგენლად მიგაჩნდა დაბალ ფასად უახლესი სმარტფონის შეძენა, ახლა ეს უკვე შესაძლებელია. მოწინავე თუ ახალი ბრენდები ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს ძალიან კარგი მახასიათებლების მქონე ტელეფონი. თანაც ვენდუზე ხშირად ნახავ მობილურ ტელეფონებს კარგი ფასდაკლებით, ამას გარდა, შესაძლებლობა გაქვს მობილური ტელეფონები განვადებითაც შეიძინო.

თუ ბიუჯეტურ სმარტფონს ეძებ:

მიმდინარე საფასო კატეგორიაში შესაძლებელია ისეთი ბრენდების შეძენა როგორებიცაა: Samsung Galaxy, Xiaomi Redmi, Realme, TECNO Camon, Honor, Oukitel. თითოეული მათგანი თავისი უპირატესობებით განსხვავებულია, (კამერა, შიდა მეხსიერება, ბატარეა, ეკრანის გაფართოება) სწორედ ამიტომ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები.

ახალი თაობის ბიუჯეტურ სმარტფონებს აქვს ყველაფერი, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის დაგჭირდება. თანამედროვე დიზაინთან ერთად დიდი მეხსიერება, მაღალი გაფართოების წინა კამერა და გამძლე ელემენტიც შეიძლება იყოს ამ კატეგორიის მობილური ტელეფონების პლუსი. ბიუჯეტურ მოდელებში, ძირითადად ვხვდებით პლასტმასის კარკასის, საშუალო პროცესორული მონაცემების მქონე ტელეფონებს.

 

თუ მობილური ტელეფონის შეძენას საშუალო ფასში ფიქრობ:

ამ საფასო კატეგორიაში შეძლებ, შემდეგი ბრენდების ტელეფონები შეიძინო. (Xiaomi Mi, Samsung Galaxy, Google Pixel, Huawei, OnePlus) ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით აქ ვხვდებით უფრო მინიმალისტურ დიზაინს, ბევრად მსუბუქს სატარებლად, 5G მხარდაჭერას,  ანდროდის უახლესს სისტემას, ალუმინის ჩარჩოს, მეტად სწრაფ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სიახლეებზეა ადაპტირებული და რამდენიმე წელი შეძლებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

თუ მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონის შეძენა გსურს:

ამ შემთხვევაში ულტრათანამედროვე, მომავალ ტექნოლოგიურ სიახლეებზე ორიენტირებული სმარტფონის შეძენა შეგიძლია.(Apple iPhone, SAMSUNG, OnePlus)   ერგონომიული, უთხელესი დიზაინით, უსწრაფესი დამუხტვით, მეტალის კორპუსითა და ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებული მახასიათებლებით. იმდენად კომფორტული, რომ ვიდეოს ყურებისას თავი შესაძლოა მოვლენების ეპიცენტრშიც იგრძნო, მუსიკა და ხმა ძალიან ბუნებრივად შეიგრძნო. ეს სწორედ ისაა, რასაც საუკეთესოს ეძახიან.

როგორც უკვე შეიტყვე, ვენდუზე შესაფერისი სმარტფონის არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდება, მაშინაც კი თუ ამ წუთას საჭირო თანხა არ გაქვს შესაძლებელია სასურველი მობილური ტელეფონი განვადებით შეიძინო. ისარგებლო  თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ტერა ბანკის, კრედო ბანკის, კრისტალის  და ასევე სფეისის განვადებით.