search

ზოგადი

როგორ შევარჩიო ახალი მაცივარი ჩემი სახლისთვის?

21 სექტემბერი 2021

როგორ შევარჩიო ახალი მაცივარი ჩემი სახლისთვის?

განვიხილოთ 5 მახასიათებელი, რომელიც იდეალური მაცივრის შეძენაში დაგეხმარება

 ტექნიკის განახლება სასიამოვნო და ამღელვებელი პროცესია, თუმცა ამავდროულად დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. თანამედროვე ბრენდების სამყარო დიდ არჩევანს გვთავაზობს, რაც ზოგჯერ გვაბნევს და გვირთულებს ნივთის შერჩევის პროცესს.

ახალი მაცივრის შეძენას თან უამრავი დიდი თუ პატარა დეტალი ახლავს. ზომა, ფორმა, ტევადობა, ფერი, სიმძლავრე, ბრენდი, ფასი და სხვა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ როგორებიცაა ოჯახის წევრების რაოდენობა, ჩვენს სახლში არსებული თავისუფალი ფართი ან თუნდაც ჭერის სიმაღლე. ეს ყველაფერი კი არსებულ ბიუჯეტს უნდა მივუსადაგოთ. ვიპოვოთ ჩვენთვის შესაფერისი მაცივარი, ისე რომ არც ფინანსურად დავზარალდეთ და კმაყოფილიც დავრჩეთ ჩვენი შენაძენით.

 ვენდუზე მაცივრის შერჩევა საკმაოდ კომფორტულია, ჩვენთან ბრენდების მრვალაფეროვნებაა: Midea,Samsung, Beko, Hitachi,Vestel, Toshiba, Whirlpool, Bosh,Ariston, ARDESTO, Electrolux, AEG, SNAIGE, ნახავ მაცივრებს ბიუჯეტურ ფასად, მაცივრებს ფასდაკლებით, ან თუნდაც მაცივრებს განვადებით.

რა უნდა გავითვალისწინო იდეალური მაცივრის საპოვნელად?

  1. მაცივრის ზომა და მოცულობა
  2. ტექნიკური მახასიათებლები და ფუნქციები
  3. კამერების განლაგება და რაოდენობა
  4. გალღვობის სისტემა
  5. ფასი

მაცივრები თავიანთი ზომითა და ფორმით განსხვავდებიან, თუმცა არსებობს ძირითადი სამი ტიპი, რომელსაც ყველაზე ხშირად შეხვდები:

მცირე ზომის ერთკარიანი მოდელები

 საშუალო ზომის ორკარიანი მოდელები

Side by Side დიდი მოცულობის მქონე და ძალიან ტევადი მაცივრები.

პატარა მაცივრები ძალიან კომფორტული და მოხმარებისთვის ხელსაყრელია, თავისუფლად ეტევა მცირე ზომის ოთახშიც. მისი სიმაღლე 50-160 სმ-მდე, სიგანე 50-60 სმ-მდე, სიღრმე 60 სმ-მდე მერყეობს.  ამ ტიპის მაცივრები ძირითადად ერთკარიანია და შესაფერისია მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს ან უბრალოდ პატარა ბინა აქვს, თანაც ასეთი მაცივრები ბიუჯეტურიცაა.

საშუალო ზომის მაცივრების სიმაღლე 160-210 სმ, სიგანე და სიღრმე სტანდარტულად 60-60 სმ აქვს. მას ყველაფერი აქვს, რაც რამდენიმე წევრიან ოჯახს სჭირდება, იზოლირებული საყინულე და ცხოვრების თანამედროვე პირობებისთვის მორგებული მახასიათებლები.

დიდი ზომის მაცივრები Side BY Side კარადის ტიპის, ძალიან ტევადი და ფუნქციურია, ასეთი მაცივარი გამოგადგებათ მაშინ თუ ძალიან დიდი ოჯახი გყავთ, გაქვთ დიდი სახლი. ამ ტიპის მაცივრები შედარებით მაღალფასიანია, თუმცა შეგიძლია ვენდუზე განვადებითაც შეიძინო.

ტექნიკური მახასიათებლები და ფუნქციები მაცივრის ფასთან ერთად განსხვავებულია, არჩევანი დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის თითოეული მომხმარებლისთვის უპირატესი.

მაცივრის რომელ ფუნქციას გამოიყენებდი ყველაზე ხშირად?

ყინულის დამზადება, წყლის გაციება, გათბობა, გაფილტვრა, ჩამოსხმა. ეს ის ფუნქციებია, რომლებიც სიამოვნებით გვექნებოდა ყოველდღიური მოხმარებისას, თუმცა ამას გარდა ზოგიერთ მოდელს აქვს დამატებითი „მოქნილი“ შესაძლებლობები.

რას იტყოდი ფუნქციაზე რომელიც ბოსტნეულს სიქორფეს უნარჩუნებს? ან ხმოვან სიგნალზე მაშინ თუ შემთხვევით მაცივრის კარგი ღია დაგრჩა? ანტიბაქტერიული დაცვაც ხომ კარგი იქნებოდა?

დიახ, ეს ყველაფერი ულტრათანამედროვე მაცივრის მახასიათებლებია. ამ ნიშნით ვენდუზე საკმაოდ საინტერესო მოდელებს შეხვდები, რომელთა ფასი შედარებით მაღალია, თუმცა მაცივრების შეძენა ჩვენთან განვადებითაც შეგიძლია. ამასთან ერთად, კონკრეტული ბრენდის მაცივრებს ფასდაკლებითაც შეიძენ.

მაცივრები კამერის განლაგებითაც განსხვავდებიან, როგორც ვთქვით არსებობს ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრები. ასევე განსხვავებულია საყინულის განლაგებაც. ბოლო პერიოდში შექმნილ მაცივრებს საყინულე ძირითადად ქვედა მხარეს აქვთ.

გალღვობის სისტემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი მახასიათებელია ახალი მაცივრის შეძენისას. ალბათ შესწრებიხარ პროცესს როდესაც საყინულე სავსეა და გამორთვასა და გალღვობას საჭიროებს. ასეთია მექანიკური გალღვობის სისტემა.

არსებობს ავტომატური და ნახევრად ავტომატური გალღვობის სისტემებიც.

  • ნახევრად ავტომატური სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გამოვადნოთ ჩვენი მაცივარი.
  • ავტომატური სისტემა თავად განსაზღვრავს გალღვობის ალბათობას და ადამიანურ ჩარევასაც არ საჭიროებს.

განხილული ფუნქცია-მახასიათებლებისა თუ კომფორტული შესაძლებლობების მიღმა არსებობს ფასი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნიკის შეძენისას. ჩვენს საიტზე სქროლვისას მრავალფეროვან პროდუქციას ნახავ განსხვავებულ ფასში.

თუ მაღალფასიანი ბრენდებისკენ მიგიწევს გული და ამ წუთას საკმარისი თანხა არ გაქვს, გირჩევთ მაცივარი განვადებით შეიძინო რასაც ხშირ შემთხვევაში ფასდაკლებებიც ემატება. ვენდუზე როგორც თიბისი ბანკის ასევე სფეისის უპროცენტო განვადების შესაძლებლობა გაქვს. სხვა შემთხვევაში გაეცანი იმ ბრენდებს, რომელთა მაცივრებიც ფასდაკლებითაა. ამას გარდა, ვენდუზე მრავლადაა ბიუჯეტური მაცივრები, რომელთა ფასიც სამნიშნა რიცხვიდან იწყება.