search

ზოგადი

სფეისის 0%-იანი განვადება ვენდუზე

23 თებერვალი 2021

სფეისის 0%-იანი განვადება ვენდუზე

თუ ვენდუზე ნივთის განვადებით შეძენის გეგმებს ალაგებთ, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. Space მომხმარებლებს სამთვიან ეფექტურ 0%-იან განვადებას სთავაზობს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას თქვენი ფინანსები უფრო ეკონომიურად გახარჯოთ.

 

ვენდუსა და სფეისის მომხმარებლებს შეუძლიათ ნივთის ღირებულება სამ ტოლ ნაწილად დაყონ და დაფარონ სამ თვეში, ყოველგვარი გაძვირების გარეშე. განვადების დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად, სულ 1-დან 5 წუთამდე დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, არ იხდი არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. თუ განვადების თანხის დაფარვას სამ თვეში ვერ ახერხებ, შეგიძლია გადაიხადო მინიმალური შენატანი და გადახვიდე გადახდის სტანდარტულ გრაფიკზე. 

 

განვადების ასაღებად უნდა აირჩიოთ QR განვადების ოპცია Space-ის აპლიკაციაში. შემდეგ დააკლიკოთ Vendoo-ს ლოგოს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი. დააჭირეთ განვადებით შეძანას და გადახდის მეთოდებში აირჩიეთ ბანკი Space. შემდეგ მიჰყევი პროცესს, რომ ზუსტად გაიწეროს თუ რა ტიპის განვადება გსურს. პროცესის ბოლოს მიიღებ დამადასტურებელ SMS კოდს, რომელიც აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ. განვადების დასამტკიცებლად მხოლოდ ეს ნაბიჯებია საჭირო.

 

ამ განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ვენდუს ონლაინ მაღაზიაში განთავსებულ სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე გაყიდვად ნითებზე. მაგალითად შეგიძლიათ შეიძინოთ, TCL-ის 65 ინჩიანი სმარტ ტელევიზორი, სამსუნგის მაცივარი, მიდეას სარეცხი მანქანა, ელექტროლუქსის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სენქორის მტვერსასრუტი, ფრანკოს კომბაინი ან პოკეტბუქი, ასევე ნახავთ ასუსის მონიტორს, ჰაუკის საბავშვო ეტლების ნაკრებსა და ევერფიტის ველოტრენაჟორს.