search

ტელეფონები

ყველაფერი, რაც Huawei P30 Pro-ს შესახებ უნდა იცოდეთ

22 იანვარი 2020

ყველაფერი, რაც Huawei P30 Pro-ს შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც Huawei P30 Pro-ს შესახებ უნდა იცოდეთ

Huawei P30 Pro ახალი ლიდერია DxOMark მარკის მობილური კამერების რეიტინგში. თუმცა ეს მოდელი საინტერესოა არა მხოლოდ ხუთმაგი ოპტიკური ზუმის გამო, არამედ იმით, რომ აღჭურვილია მძლავრი პროცესორითა და თითის ანაბეჭდების სკანერით ეკრანზე.

ეკრანი და დიზაინი

მინის კორპუსით, ულტრა თხელი ეკრანით, თუ ორიგინალური დიზაინით დღეს ვერავის გააკვირვებთ. მსგავსი მახასიათებლებით ბიუჯეტური მოდელებიც არის აღჭურვილი.
თუმცა Huawei P30 Pro-ს შემქმნელებმა მოწინავე ტექნოლოგიებს მიმართეს და დაქტილოსკოპიური ფუნქციის მქონე მოდელი შემოგვთავაზეს. თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანზეა განლაგებული და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.
მეორე სიახლე: ეფექტური დიზაინი და ფერი. რა თქმა უნდა, კორპუსის მინის ზედაპირი ადვილად ჭუჭყიანდება, მაგრამ ოლეოფობური საფარი გამძლეობით გამოირჩევა და ადვილად იწმინდება.
ამ მოდელის ეკრანი შესრულებულია OLED ტექნოლოგიით 6.47 დუიმიანი დიაგონალით. ნაპირები მომრგვალებულია. ეკრანს აქვს მაღალი ხარისხი, მკვეთრი ფერები და საკმარისი სიკაშკაშე, რომ აპარატის დღის სინათლეზე გამოყენება შევძლოთ.
საინტერესო დეტალი: ტრადიციული დინამიკის ნაცვლად HUAWEI P30 Pro - ზე ხმა პირდაპირ სმარტფონის ზედაპირიდან ისმის. სმენადობა საკმაოდ კარგი ხარისხისაა, ხმაურიან გარემოშიც კი.

huawei-p30-pro

AI, ფართო ხედვის ლინზა და სუპერზუმი

სმარტფონი ოთხმაგ კამერას წარმოგვიდგენს: ძირითადი ობიექტივი f/1.6 - 40 MP რეზოლუციით, ფართო ხედვის ლინზა 120°, ტელეობიექტივი 8 MP და ToF-კამერა. ეს უკანასკნელი ობიექტების სიმკვეთრისა და უკანა ფონის ბუნდოვანების ანალიზისთვის გამოიყენება.
P30 Pro-ში გამოყენებულია ხუთმაგი ოპტიკური და ათმაგი ჰიბრიდული მიახლოება - სუპერზუმი. კამერის შესაძლებლობები გასაოცარია. პოზიციის შეუცვლელად შეიძლება, სრულიად განსხვავებული კადრები მივიღოთ.

huawei-p30-pro

მოწყობილობა თავისუფლად უმკლავდება როგორც დღის, ასევე სუსტ ან ღამის განათებას. მომენტალური ავტოფოკუსი უზრუნველყოფს ფოტოების მაღალ ხარისხს რთულ პირობებშიც კი, ხოლო ცოცხალ, მკვეთრ გამოსახულებებს - AI ალგორითმები.
სმარტფონი ბრწყინვალედ უმკლავდება ბუნდოვან ფონს. საჭიროების შემთხვევაში ის ავტომატურად ამოიცნობს სახეს და თვითონ ააქტიურებს პორტრეტის რეჟიმს.
Huawei P30 Pro ვიდეო რგოლებს 4K-ში წერს, თუმცა 30 fps-ს შეზღუდვით. აქ აღსანიშნავია ოპტიკური სტაბილიზატორი, თეთრი ფერის სწორი ბალანსი და მკვეთრი გამოსახულება.
ასევე, აღსანიშნავია გადაღების შეუჩერებლად ობიექტივებს შორის გადართვის ფუნქცია.

huawei-p30-pro

მძლავრი აკუმულატორი

HUAWEI P30Pro-ს აკუმულატორის მოცულობაა 4200 mAh - ა. თუ დავუმატებთ ეკონომიურ OLED ეკრანს და თანამედროვე 7 ნანომეტრიან პროცესორს - საკმაოდ კარგ მოწყობილობას მივიღებთ. სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ დღენახევარი - ორი დღე. ავია რეჟიმზე კი - 18.5 საათი.
HUAWEI P 30 Pro-ს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, მაქსიმალური - 40 ვატიანი სიმძლავრით აკუმულატორს 60 წუთში მუხტავს.

HUAWEI P 30 Pro-ს დამუხტვის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ თქვენი ყურსასმენები, სმარტ საათი და სხვა მოწყობილობები პირდაპირ ტელეფონის მეშვეობით. ამისათვის თქვენ არ დაგჭირდებათ კაბელი, მთავარია მოწყობილობას ჰქონდეს Qi სტანდარტის მხარდაჭერა.

პროცესორი და შიგთავსი

Huawei P30 Pro - ს შიგთავსი არაფრით ჩამოუვარდება Mate ხაზის მოდელებს. სმარტფონი P30 Pro უზრუნველყოფილია Kirin 980 პროცესორით, რომელსაც ახალი ფუნქციების ფართო მხარდაჭერა აქვს. რაც ეკონომიურობასა და ეფექტიანობას უზრუნველყობს.
პროცესორი მშვენივრად ტვირთავს თამაშებს, როგორიცაა მაგალითად: World of Tanks: Blitz კადრის სიხშირე სტაბილურია - 60 fps, შენელების და ანიმაციის ხარვეზების გარეშე. ბრაუზერი თავისუფლად იმახსოვრებს ათობით გახსნილ თამაშს.

გაუმჯობესებული ინტერფეისი

ეკრანის ანთებისას EMUI 9.1 ინტერფეისს შეხვდებით, რომელიც Android 9.0 - ზეა დაშენებული.
EMUI წინა ვერსიებთან შედარებით HUAWEI P30 Pro-ს სიმბოლოები შეიცვალა, მენიუს პარამეტრების განლაგება კი უფრო ლოგიკური გახდა. ზოგადად, HUAWEI P30 Pro-ს დიზაინი უფრო მომხიბლავია.
ახალ მოდელს უამრავი მოსახერხებელი ფუნქცია აქვს. ენერგომოხმარების თანამედროვე პარამეტრები საშუალებას გვაძლევს ეკრანის რეზოლუცია შევამციროთ. თუ ეკრანზე განლაგებული ნახევარკუნძული არ მოგწონთ, მწარმოებელი საშუალებას იძლევა, დავმალოთ და მოვაქციოთ შავ ჩარჩოში. აღსანიშნავია აგრეთვე: პროგრამების კლონირების ფუნქცია, სმარტფონის ჟესტებით მართვა და მშობლების კონტროლის რეჟიმი.

huawei-p30-pro

ტექნიკური მახასიათებლები
დისპლეი 6.47", OLED, Full HD+ (2340х1080), 19,5:9
ჩიპსეტი (ეს ტერმინი იხმარება თუ პროცესორი ჯობს ? მარიამი) - რვა ბირთვიანი Kirin 980, გრაფიკა Mali G76
ოპერატიული მეხსიერება: 8 GB
შიდა მეხსიერება: 256 GB

კამერა:
40 MP (ფართო ხედვის ლინზა, f/1.6 ობიექტივის დიამეტრი, OIS) + 20 MP (ულტრაფართო ხედვის ლინზა, f/2.2 ობიექტივის დიამეტრი) + 8 MP (ტელეფოტო ლინზა, f/3.4 ობიექტივის დიამეტრი,OIS)
HUAWEI-ს TOF კამერა აღჭურვილია ავტოფოკუსისა და AIS მხარდაჭერით.

აკუმულატორის მოცულობა:
4200 mAh

დამატებითი მახასიათებლები:
სწრაფი დამუხტვის ფუნქცია - SuperCharge 40 ვატი
5X ოპტიკური და 10 X ჰიბრიდული ზუმი
თითის ანაბეჭდის სკანერი
რევერსიული დამუხტვა
ხმის გადამცემი ეკრანი



ლაბორატორიული ტესტირების შედეგები:
ANTUTU: 289 770
GEEKBENCH 4:
3287 single-core
9790 multi-core

ავტონომიურობა:
ავტონომიურ რეჟიმში ვიდეოს ჩვენების დრო 18.5 საათი

დასკვნა
Huawei P30 Pro შთამბეჭდავი მოდელია, პირველ რიგში, ხუთმაგი ოპტიკური ზუმის გამო. აგრეთვე, მოდელს აქვს მშვენიერი ეკრანი, გამძლე ელემენტი და ელეგანტური კორპუსი. საუკეთესო ფასად შეძენა კი Vendoo-ზე შეგიძლიათ!