search

ტელეფონები

Realme-ის ახალი სმარტფონი მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

1 ოქტომბერი 2020

Realme-ის ახალი სმარტფონი მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

გიბრუნდებით ბლოგით ძალიან მომხიბვლელ (ეს მომხიბვლელობა კი ფასში გამოიხატება) პროდუქტზე და გეტყვით, თუ რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, როცა ახალი სმარტფონის შეძენა გსურთ, მაგრამ თქვენი ბიუჯეტი 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ახლა ხელში მიჭირავს - ეს Realme C3-ია.


დიზაინზე ნამდვილად ვერ შეატყობთ, რომ საქმე ბიუჯეტურ ტელეფონთან გაქვთ. სმარტფონს ძალიან ლამაზი და კაშკაშა იერი აქვს. უკანა მხარეს თითის ანაბეჭდის სკანერს ნახავთ, რომელიც ხარვეზების გარეშე მუშაობს, ეს კი ბიუჯეტურ სმარტფონებში ყოველთვის დიდი პრობლემა იყო.

 

რაც შეეხება წინა მხარეს, აქ დიდი 6.5 ინჩიანი LCD ეკრანი გვაქვს, რომელზეც ფერები განსაკუთრებულად მკეთრად, ხოლო ფორმები ძალიან მკაფიოდ გამოიყურება. იმდენად, რომ შეგიძლიათ საყვარელ სერიალს მობილურში უყუროთ და ამით ამ წმინდა რიტუალს არაფერი მოაკლდება. 

 

უკიდურესად დაბალი ფასის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი მოულოდნელობა პროცესორის სიძლიერე აღმოჩნდა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა ბრენდების ორჯერ უფრო ძვირადღირებულ სმარტფონებს.

 

ახლა კი გადავიდეთ ყველასთის უფრო საინტერესო ნაწილზე - კამერა. ამ მხრივ ყველაფერი სტანდარტულად არის. სამლინზიანი 12 მეგაპიქსელიანი კამერა საკმარის შესაძლებლობებს მოგცემთ თქვენი ფოტოგრაფიული ხელობის დასახვეწად. ხოლო სელფის გადაღების მოყვარულებს 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა დაგხვდებათ და თამამად შეძლებთ საკუთარი თავით ტკბობის გაგრძელებას.

 

ერთი სიტყვით, ასეთ საფასო კატეგორიაში უკეთესი სმარტფონის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ თუ მოიხიბლეთ წაკითხულით, დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ - Realme C3-ს შეძენა ვენდუს ვირტუალურ დახლებზე შეგიძლიათ.