search

საყოფაცხოვრებო

ყოვლისმრეცხავი და ყოვლისმწმენდავი Midea Knight

18 სექტემბერი 2020

ყოვლისმრეცხავი და ყოვლისმწმენდავი Midea Knight

დღეს ჩვენს ბლოგს განსაკუთღებული სტუმარი ჰყავს, მაგრამ სანამ ტრადიციულად ამ ახალი და საინტერესო ნივთის განხილვაზე გადავალ, მოგიყვებით ბრენდზე, რომელიც, ამ ნივთთან ერთად, კიდევ ბევრ სხვა სიკეთეზეა პასუხისმგებელი. 

 

ეს ბრენდი - მიდეაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე  50 წელზე მეტია ოპერირებს და დღეისთვის ლიდერია კონდიციონერების, სარეცხი მანქანების და სამაცივრე დანადგარების მიმართულებით. მათ, ვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები იზიდავს, მიდეა ინვერტორული მოდელებით ანებივრებს, რომლებიც დაგიზოგავთ ელექტრო-ენერგიას და შესაბამისად, ხარჯებს. მიდეაში თქვენი ცხოვრების ხარისხისა და კომფორტის დონის გაუმჯობესაბაზე ზრუნავენ და დღევანდელი განსახილველი ნივთიც ამის ნათელი მაგალითია.

 

Midea-ს Knight სერიის სარეცხი მანქანა, მრავალფეროვანი ფუნქციებით არის გამდიდრებული. მათ შორის ყველაზე ინოვაციური SpaCare რეჟიმი გახლავთ. ეს არის ორთქლით რეცხვის ტექნოლოგია, რომელიც ქსოვილიდან ბაქტერიების 99%-ს ანადგურებს და სრულიად აქრობს ნებისმიერ არასასიამოვნო სუნს. არასასიამოვნო სუნთან ერთად, აღარც ელექტროენერგიის მაღალი ხარჯი შეგაწუხებთ, რადგან ინვერტორულ ძრავზე მომუშავე დანადგარი  სტანდარტულ მოდელებზე 70%-ით უფრო ეკონომიურია.

 

შალის ქსოვილის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, რომ ძალიან საფრთხილო საქმეა კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, მიდეას ეს ქმნილება სერტიფიცირებულია კომპანია WoolMark-ის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენი შალის ქსოვილის ჭუჭყისა და ლაქებისგან გაწმენდა გსურთ, Knight სერიის ეს სარეცხი მანქანა ამისთვის ყველაზე სანდო და უსაფრთხო არჩევანია. 

 

ამასთან ერთად, თქვენი სარეცხის ჭუჭყიანობის დონის მითითებაც შეგიძლიათ. არის სტანდარტული, ჭუჭყიანი და ძალიან ჭუჭყიანი დონე და მანქანა თქვენი არჩევანის მიხედვით დაუმატებს რეცხვას დროსა და სიმძლავრეს. ხოლო, ახალი Water Cube Drum-ის ტექნოლოგიის საშუალებით, სარერცხის მანქანა ძალიან ეფექტურად დაამუშავებს ქსოვილს - ისე, რომ არცერთ ლაქაზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. თან ამ ყველაფერს ძალიან ჩუმად და უხმაუროდ გააკეთებს.

 

დღეისათვის სულ ეს იყო. აქვე შეგახსენებთ ისედაც ნათელს, რომ აღნიშნული სარეცხი მანქანის და მიდეას სხვა პროდუქციის შეძენა ვენდუს ვირტუალურ დახლებზე შეგიძლიათ.