search

ტელეფონები

ბიუჯეტური სმარტფონების ტახტს ახალი მემკვიდრე ჰყავს - Realme 6 Pro

18 სექტემბერი 2020

ბიუჯეტური სმარტფონების ტახტს ახალი მემკვიდრე ჰყავს - Realme 6 Pro

ბიუჯეტურ სმარტფონებში კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება და ახლახან ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა - ეს Realme 6 Pro-ა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალმი შიაომის კვალს მიჰყვება და ცნობილ ბიუჯეტურ ბრენდს ომს უცხადებს. ლამაზი, სოლიდური დიზაინი, მძლავრი პროცესორი და შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემები კი ნამდვილად აძლევს ამ სმარტფონს იმის საფუძველს, რომ ბრძოლაში გამარჯვების იმედი ჰქონდეს.

 

Realme 6 Pro-ს ერთი ნახვით შეყვარება ძალიან მარტივია, რადგან მისი კაშკაშა კორპუსი და  6.6 ინჩიანი ეკრანი მაშინვე მოგჭრით თვალს. ამ Full HD და 90 ჰერციან დისპლეიზე სქროლვა და თამაში საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. პროცესორ Snapdragon 720G-სთან ერთად ნებისმიერი ოპერაციის შესრულებას და მათ შორის გეიმინგს ზედმეტი პრობლემების გარეშე შეძლებთ. დიახ, ფაბჯის თამაშისას სმარტფონის გადახურება და შეფერხებები არავითარ შემთხვევაში არ შეგაწუხებთ.

 

რაც შეეხება კამერას, რეალმის სმარტფონები სტაბილურად კარგ გამოსახულებას გვთავაზობდნენ და არც 6 Pro-ა გამონაკლისი. 4 ლინზიანი კამერა, 64 მეგაპიქსელითა და ულტრა ფართო კუთხით, თქვენი ფოტოების სილამაზეს რამდენიმე პუნქტით ზემოთ აწევს.

მოულოდნელობა ორლინზიანი წინა კამერაა - უკვე შეგიძლიათ ულტრა ფართო კუთხით სელფიც გადაიღოთ და კადრში უფრო მეტი მეგობრის თავმოყრას მოახერხებთ. ასევე სასიამოვნო სურპრიზია ის, რომ ვიდეოგადაღება 4K ფორმატშია შესაძლებელი და დამატებით, ძალიან დახვეწილი ვიდეო-სტაბილიზაციის სისტემა იქნება თქვენს განკარგულებაში.

 

ბოლოს რამდენიმე სიტყვას ელემენტზეც გეტყვით. ნორმალური გამოყენების პირობებში Realme 6 Pro-ს ენერგია დაახლოებით დღენახევარი გეყოფათ, რაც, დამეთანმხმებით, მშვენიერი შედეგია. თან 0-დან 100 პროცენტამდე დასატენად სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება. ერთი სიტყვით, არც ამ მხრივ დაეწუნება რამე ამ სმარტფონს. 

 

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ Realme 6 Pro-ს და რეალმის სხვა სმარტფონების შეძენა ვენდუს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ.