search

ტელეფონები

სამსუნგის ორი ახალი მონსტრი - Galaxy Note 20 და Galaxy Note 20 Ultra

26 აგვისტო 2020

სამსუნგის ორი ახალი მონსტრი - Galaxy Note 20 და Galaxy Note 20 Ultra

Samsung-მა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ Galaxy Note 20 და Galaxy Note 20 Ultra წარადგინა. ახალი სმარტფონი, ახალი დიზაინი და ახალ სიჩქარეებზე ასული მუშაობის სისწრაფე - სამსუნგის ამ გაჯეტებს დიდ პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ. 

 

Galaxy Note 20-ს აქვს ყველაფერი ის, რაც Note-ის მომხმარებლებს უყვართ - უზარმაზარი 6.9 ინჩიანი ეკრანი, მაკონტროლებელი პასტა ახალი ფუნქციებით, სოლიდური დიზაინი, უმაღლესი გარჩევადობის მქონე 3-ლინზიანი კამერა და უძლიერესი პროცესორი, რომელიც ყველა ოპერაციას უმოკლეს დროში ასრულებს. ამასთან ერთად, ამ სმარტფონს Note 20 Ultra-სთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამიტომ, თუკი ზომიერი თანხის დახარჯვით საუკეთესოს მიღება გსურთ - Samsung Galaxy Note 20 არის ის, რაც გჭირდებათ.

 

რაც შეეხება Galaxy Note 20 Ultra-ს, ის თავის უმცროს მეგობარს თითქმის ყველა კომპონენტში აღემატება და ფასიც, შესაბამისად, მაღალი აქვს. Ultra-ს ეკრანი უფრო მოზრდილი ზომისაა და თითქმის 7 ინჩს უტოლდება. ორ ახალ სმარტფონს შორის ყველაზე დიდი სხვაობა, ალბათ, კამერის მონაცემბშია. Ultra-ს ფართო კუთხის კამერა გამოსახულების 108 მეგაპიქსელით აღბეჭდვის საშუალებას იძლევა, ხოლო Note 20-ის შემთხვევაში მხოლოდ 12 მეგაპიქსელს უნდა დაკმაყოფილდეთ. ამავდროულად, Note 20 Ultra-ს ლაზერული აუტოფოკუსი აქვს, რაც მაღალი გარჩევადობის მქონე სურათების გადაღებას ძალიან გაგიიოლებთ.

 

როგორც ხედავთ, თავიანთი ღირსებები ორივე სმარტფონს აქვს: Note 20 შედარებით დაბალ ფასად მაღალ ხარისხსს გთავაზობთ, ხოლო Note 20 Ultra თავისი მძლავრი პროცესორით, შთამბეჭდავი კამერითა და დახვეწილი დიზაინით ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონია, რომელიც Samsung-ს შეუქმნია.