search

ტელეფონები

ბიუჯეტურ სმარტფონებში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა - Xiaomi Redmi 9

25 აგვისტო 2020

ბიუჯეტურ სმარტფონებში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა - Xiaomi Redmi 9

ამ ბლოგში გეტყვით, რაზე სჯობს არჩევანის შეჩერება, თუ დაბალი ფასის ფარგლებში საუკეთესო სმარტფონს ეძებთ.

Xiaomi-მ დიდი ხანია ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ბიუჯეტური სმარტფონების წამყვანმა ბრენდმა, ამიტომ ახალი პროდუქტის ასეთი მომხიბვლელობა სულაც არაა უცნაური. Xiaomi Redmi 9 ბრენდისთვის დამახასიათებელი კაშკაშა დიზაინით, ძლიერი ტექნიკური მონაცემებითა და ხელმისაწვდომი ფასით ცდილობს მომხმარებელთა გულების მოგებას. 

 

თუკი წინამორბედს, Redmi 8-ს, შევადარებთ, Redmi 9 ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმულია ნაბიჯია. ეს სმარტფონი უფრო ახლოს დგას Redmi Note 9-სთან თავისი 6.5 ინჩიანი ეკრანითა და 4 კამერით. ბიუჯეტურ სმარტფონებს ძირითადად შემთხვევაში ისეთი პლასტმასის აგებულება აქვთ, რომელიც გაჯეტს იაფასიან იერს აძლევს, მაგრამ, როგორც ხედავთ, Redmi 9 ამ შემთხვევაში გამონაკლისია.

 

Xiaomi-ს სიამაყის საბაბთა შორის ახალი სმარტფონის კამერა ნამდვილად იმსახურებს ადგილს. Redmi 9-ს 4-ლინზიანი ულტრაფართო კუთხის მქონე მაღალფუნქციური კამერა  საუკეთესოა მსგავსი ფასის სმარტფონებს შორის. ვიდეო-კამერა კი გამოსახულების Full HD ფორმატში ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა.

 

ამ ყველაფერს დაუმატეთ 4 გეგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, მძლავრი ელემენტი და მიიღებთ სმარტფონს, რომელსაც თავისი ფასის დიაპაზონში კონკურენტი არ ჰყავს.