search

ტელეფონები

iPhone 11 Pro - მძლავრი და კომპაქტური სმარტფონი

25 აგვისტო 2020

iPhone 11 Pro - მძლავრი და კომპაქტური სმარტფონი

დღეს ეფლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტზე მოგიყვებით, რომელიც თავისი კომპაქტურობითა და მონაცემური მახასიათებლებით ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ეს iPhone 11 Pro-ა - აიფონის პრო სერიის ჩაშვების გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული გამოდგა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ ქმნილების დამსახურებაა.

 

თანამედროვე სმარტფონების სენი უზარმაზარი ეკრანებია, რომლებიც გაუსაძლისამდე მოუხერხებელს ხდის მათ გამოყენებას, თუმცა iPhone 11 Pro ამ ვირუსს არ ემსხვერპლა. ეს სმარტფონი თავისი 5.8-ინჩიანი ეკრანით იოლად მოთავსდება თქვენს ჯიბეში და ცალი ხელით გამოყენების დროსაც არ შეგიქმნით პრობლემას.

 

ასეთ კომპაქტურობასთან ერთად, ის ზუსტად იმეორებს iPhone 11-ის ტექნოლოგიურ მახასიათებლებს - მძლავრი პროცესორი Bionic A13 და 4 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქაც ადგილზეა.

 

სრულყოფილ სმარტფონამდე გზა კამერაზე გადისო, ალბათ გაგიგიათ და არც ამ ასპექტში დათმო რამე pro სერიის სმარტფონმა. 

 

12 მეგაპიქსელიანი და 3 ლინზიანი ულტრა ფართო კუთხის მქონე კამერა მოგცემთ საშუალებას ლამაზი და ვრცელი პეიზაჟები ხარისხისა და სივრცის დაუკარგავად აღბეჭდოთ. არ აქვს მნიშვნელობა დღეა თუ ღამე, iPhone 11 Pro-ს კამერას დაბალი განათების პირობებშიც შეუძლია შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება. 

 

ხოლო რაც შეეხება ვიდეო-გადაღებას, 4K ფორმატი და წამში 60 კადრი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ თქვენი ოპერატორული მისწრაფებები დაიკმაყოფილოთ.

 

თუკი ინტერნეტ მიმომხილველებს მივენდობით, iPhone 11 Pro-ს ყველაზე დიდი ღირსება მისი ელემენტია, რომელსაც საშუალო დატვირთვი 32 საათამდე შეუძლია იმუშავოს, შესაბამისად, სმარტოფნის ენერგიის დაცლის საფრთხის ქვეშ უკიდურესად იშვიათად აღმოჩნდებით.