search

საყოფაცხოვრებო

რამდენად მიზანშეწონილია კონდიციონერით სარგებლობა, როცა სახლში ბავშვი გყავს

22 იანვარი 2020

რამდენად მიზანშეწონილია კონდიციონერით სარგებლობა, როცა სახლში ბავშვი გყავს

რამდენად მიზანშეწონილია კონდიციონერით სარგებლობა, როცა სახლში ბავშვი გყავს

 

კონდიციონერი ზაფხულისა თუ ზამთრის სეზონზე ყოველთვის მოთხოვნადია. განსაკუთრებით ზაფხული მის გარეშე ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ.  მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში პატარა ბავშვი გვყავს?

 

კონდიციონერის ზედმეტად ცივმა ჰაერმა შესაძლოა გამოიწვიოს გაციება, რაც ბავშვის შემთხვევაში ბევრად მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე მოზრდილის.

 

კონდიციონერი ბავშვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად მოვიხმართ და რამდენიმე მარტივ წესს დავიცავთ. სწორი დამონტაჟებისა და მოხმარების შემთხვევაში კონდიციონერი საშიშროებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ხარისხიანი კონდიციონერი სახლში ჰაერსაც კი წმენდს ალერგენების, მტვრისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

დავიცვათ ბალანსი

სიცხისგან შეწუხებული ადამიანები ცდილობენ, კონდიციონერთან რაც შეიძლება ახლოს დასხდნენ, შედეგად კი ცივდებიან.
ქუჩისა და სახლის ტემპერატურებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს 6-8 გრადუსზე მეტი.

bavshvi-da-kondicioneri

წესები და რეკომენდაციები

ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობას თავისი უსაფრთხოების წესები აქვს. არც კონდიციონერია გამონაკლისი:

  • აკონტროლეთ ჰაერის ნაკადი. მისი რეგულირების საშუალება ყველა კონდიციონერს აქვს. მისგან გამოფრქვეულ ცივი ჰაერის ნაკადს პირდაპირ ნუ მიმართავთ ოთახში მყოფი ადამიანებისკენ. ჰაერი მთელ ოთახში თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს.
  • ჰაერი თანდათან გააგრილეთ. თუ კონდიციონერს 25 გრადუსზე დააყენებთ, ჰაერის ნაკადი 25 კი არა, 16–19 გრადუსი იქნება. ამიტომ, თავიდანვე მკვეთრად დაბალ ციფრს ნუ მიუთითებთ. 2-3 გრადუსით შეამცირეთ და ასე თანდათან ჩამოიყვანეთ ქვემოთ ნახევარსაათიანი ინტერვალებით
  • აკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა. ცნობილი ფაქტია, რომ კონდიციონერი ჰაერს აშრობს. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მსგავსი პირობებისადმი, ამიტომ არჩევისას გაითვალისწინეთ ეს ფაქტი და შეიძინეთ მოდელი ტენიანობის რეგულირებით
  • მნიშვნელოვანია ოთახის პერიოდული განიავება. ეს აუცილებელია, რათა ოთახში საჭირო რაოდენობით სუფთა ჰაერი შემოვიდეს.
  • რეგულარულად უნდა ჩავატაროთ გამწმენდი სამუშაოები. კონდიციონერის მთავარი შემადგენელი ნაწილია ფილტრები, რომელშიც მტვერი, ჭუჭყი, ბაქტერიები და ალერგენები ხვდება. ამიტომ თუ ოჯახში ბავშვია, თვეში ერთხელ მაინც უნდა გასუფთავდეს ფილტრები. ზოგიერთი კი არა მხოლოდ უნდა გაიწმინდოს, არამედ შეიცვალოს კიდეც. შეცვლის სიხშირე დამოკიდებულია ცხოვრების პირობებზე: ქალაქში ცხოვრობთ თუ ქალაქგარეთ, სამანქანო გზასთან ახლოს და ა.შ. 
  • არ გამორთოთ კონდიციონერი ღამით - საძინებელში უნდა შევინარჩუნოთ ბავშვისთვის კომფორტული ტემპერატურა. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ყველა მოდელს გააჩნია ღამის რეჟიმი, რომლის ჩართვის შემდეგაც ნარჩუნდება კომფორტული პირობები, ამავე დროს, უხმაუროა. პატარების ორგანიზმის თერმორეგულაცია არც ისე კარგად მუშაობს, ამიტომ მათ საძინებელში არც ძალიან უნდა ცხელოდეს და არც ზედმეტად ციოდეს.
  • თუ ოჯახში ჩვილი გყავთ, გირჩევთ შეიძინოთ მობილური კონდიციონერი. რომლის გადატანაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე.

რჩევა: ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ მუშაობს სასტუმროში კონდიციონერი. თუ ნომერში ჩართულია კონდიციონერი, თქვენ კი მტვრის ან სინესტის სუნს გრძნობთ, ეს მოწყობილობის ფილტრების გაუმართაობასა და სიძველეზე მეტყველებს. გირჩევთ, დაუყოვნებლივ გამოცვალოთ ნომერი.

bavshvi-da-kondicioneri

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს

კონდიციონერის უარყოფით გავლენა შესაძლოა გამოწვეული იყოს ტემპერატურული სხვაობით, როდესაც 18 გრადუსიან ოთახში შევდივართ ქუჩიდან, სადაც 40 გრადუსი სიცხეა. ამის შედეგად ორგანიზმის იმუნიტეტი ქვეითდება, რაც ართულებს ინფექციებსთან გამკლავებას.

ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერს სათანადოდ არ ვუვლით, ის ბაქტერიების გავრცელების წყაროდ იქცევა. ანუ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს, რაც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
როგორც ავღნიშნეთ, საჭიროა გარე და შიდა გარემოში დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმები. ჩვენს ორგანიზმში უამრავი ვირუსი ბუდობს, სიცივე აგდებს იმუნიტეტს და დაავადებებიც ადვილად იჩენენ თავს. ასევე, სიცივის მოქმედებით ხდება სისხლ-ძარღვების სპაზმი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის.

ნუ დაარღვევთ ექსპლუატაციის წესებს და კონდიციონერი თქვენ და თქვენს შვილებს ზაფხულს ჯანმრთელობის დაუზიანებლად გადაგატანინებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!