search

საყოფაცხოვრებო

Vox-ი კონდიციონერების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ

4 ივნისი 2020

Vox-ი კონდიციონერების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ

აჯობებს, სანამ ზაფხულის სიცხეს შევუწუხებივართ, იქამდე დავიწყოთ მზადება თავდაცვისთვის და კონდიციონერის შესაძენად გამოვყოთ სახსრები. სწორი არჩევანის გაკეთებაში კი ამ ბლოგით მოგეხმარებით და მოგიყვებით სერბულ ბრენდზე, რომელიც მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის მქონე კონდიციონერებით გამოირჩევა ბაზარზე. დღევანდელი ბლოგი VOX-ის კონდიციონერების პლუსებისა და უპირატესობების განხილვას დაეთმობა.

 

VOX-ის პროდუქცია მრავალფეროვანია - ეს ბრენდი მაქსიმალურად გეხმარებათ იმაში, რომ კონდიციონერი სასურველ ფასს მოარგოთ. ამიტომ, პროდუქციაში ნახავთ როგორც ინვერტორული, ასევე არაინვერტორული ძრავის მქონე კონდიციონერებს, რაც გულისხმობს შემდეგს - ინვენტორული კონდიციონერები გაცილებით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, ამ სასიამოვნო დანამატისთვის ოდნავ უფრო მეტი თანხის გაღება დაგჭირდებათ.

 

ჰაერის ფილტაციის გამართული სისტემა კი ნებისმიერი კონდიციონერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, VOX-ის კონდიციონერები კი ამ მხრივ ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებენ. სისტემაში შემავალი ნახშირის ფილტრი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს ანადგურებს და ხელს უშლის ალერგიის წარმოქნას. თვითწმენდის ფუნქცია გათბობის სისტემიდან გამოყოფილ ჰაერს აშრობს, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, იცავს ოთახს ტენიანობისგან იცავს და ანეიტრალებს სხვადასხვა სუნებს.    

ჰაერის გამოშრობის დამატებითი ფუნქცია კი წვიამიან დღეებში ან ნესტიან შენობებში გამოიყენება, რათა გარემოპირობებმა ხელი არ შეუშალოს ჰაერის იდეალური ტემპერატურის და სისუფთავის შენარჩუნებას.

 

მოკლედ, თუ ზაფხულისთვის ახალ მეგობარს ეძებთ, გირჩევთ, პირველ ყოვლის, VOX-ის კონდიციონერი დაიმეგობროთ.