search

საყოფაცხოვრებო

Beko-ს კონდიციონერები ზაფხულის კომფორტისთვის

4 ივნისი 2020

Beko-ს კონდიციონერები ზაფხულის კომფორტისთვის

მოვიდა ზაფხული და მოყვა ცხელი დღეების წყობა, ამიტომ, დროა, გაგრილების ხერხებზე დავიწყოთ ფიქრი და ამ აუცილებელი კომფორტისთვის ბიუჯეტი გამოვყოთ. კარგი კონდიციონერის შერჩევა არც ისეთი რთული საქმეა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, ვიცოდეთ რომელ ბრენდს გამოვუცხადოთ ჩვენი ნდობა და ამ მრავალფეროვნებაში არ დავიკარგოთ. ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს BEKO-ა და ქვემოთ სწორედ BEKO-ს კონდიციონერების უპირატესობების შესახებ მოგიყვებით.

 

ჰაერის ფილტრაციის ოპცია კარგი კონდიციონერის განუყოფელი ნაწილია. BEKO-ს კონდიციონერები კი ჰაერის ფილტრაციის თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. ეს სისტემა შლის ბაქტერიებს, ანადგურებს ჯანმრთელობისთვის საზიანი ქიმიურ ნივთიერებებს, ხელს უშლის ალერგიის წარმოქმნას და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნებს. ამ ყველაფერს კი სრულიად უხმაუროდ ახერხებს.

 

სტანდარტული კონდიციონერებით ოთახში სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად მათი პერიოდულად ჩართვა-გამორთვაა საჭირო. ეს მოქმედებები კი ჩვენს ენერგიასთან ერთად ელექტროენერგიასაც უფრო დიდი დოზით ხარჯავს. ამის თავიდან აცილების საშუალება კი BEKO-ს კონდიციონერებში შეგიძლიათ იპოვოთ. BEKO-ს ინვერტორული კონდიციონერების შემთხვევაში ჩართვა-გამორთვის ნაცვლად მოწყობილობის ძრავის მუშაობის რეგულირება ავტომატურად ხდება, რაც კონდიციონერის ენერგოეფექტურობას განაპირობებს.

 

BEKO-ს კონდიციონერებს კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა როგორც სახლში, ისე ნებისმიერ სხვა შენობაში შეუძლიათ - სიცხეში აგრილებენ, ხოლო სიცივეში - ათბობენ. მათი შეძენის შემთხვევაში სასურევლ გარემოპირობებს შეუქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს.