search

საყოფაცხოვრებო

Chigo - სიგრილის გარანტია

4 ივნისი 2020

Chigo - სიგრილის გარანტია

ზაფხული საყოველთაო სიყვარულის ობიექტია, მაგრამ ამ სიყვარულთან ერთად ყველანი ვხედავთ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვგრძნობთ მის მთავარ მინუსს - აუტანელ სიცხეს. იმისათვის, რომ ამ მინუსმა ზაფხულით ტკბობას ხელი არ შეუშალოს, უნდა მობილიზდეთ და კონდიციონერის შეძენაზე დაიწყოთ ფიქრი. ფიქრი დიდი ხნით რომ არ გაგიგრძელდეთ, აქვე გაგაცნობთ კონდიციონერების იმ ბრენდს, რომელსაც შეგიძლიათ დაუფიქრებლად ენდოთ. Chigo მსოფლიო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით ოპერირებს და დღევანდელ დღეს კონდიციონერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

 

Сhigo-ს კონდიციონერები სანდოობით, მაღალი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით გამოირჩევიან. ბრენდის პოპულარობას და სხვებთან შედარებით უპირატესობას რამდენიმე მახასიათებელი განაპირობებს. მათ შორისაა 4D დაბერვის სისტემა, რომელიც ჰაერს მთელ სივრცეში დაბალანსებულად ანაწილებს, ოთხივე მიმართულებით. ამ სისტემის დამსახურებით კონდიციონერით გაგრილებულ მთელ ფართობზე შეძლებისდაგვარად თანაბარი ტემპერატურა იქნება. რაც შეეხება ჰაერის ფილტრაციას - კატეხენური ფილტრი უზრუნველყოფს ჰაერის მაქსიმალურ სიწმინდეს და სპობს ბაქტერიების 99%-ს.

 

Chigo აწარმოებს ისეთ კონდიციონერებსაც, რომლებიც მუშაობენ ინვერტორულ ძრავზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიხმარს საგრძნობად ნაკლებ ელექტროენერგიას და ამასთან ერთად, ხმაურის დონეც მინიმალურია. ერთი სიტყვით, თუკი კონდიციონერი ყიდვა გადაწყვეტილი გაქვთ, პირველ რიგში, Chigo-ს პროდუქცია უნდა გადაათვალიეროთ.