search

საყოფაცხოვრებო

Midea-ს კონდიციონერები ზაფხულის სიცხის დამარცხებაში დაგეხმარებიან

4 ივნისი 2020

Midea-ს კონდიციონერები ზაფხულის სიცხის დამარცხებაში დაგეხმარებიან

ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩევნი გონება გაგრილების საშუალებების ძიებას უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს. ნაყინითა და მარაოთი მთელი ზაფხულის გადაგორება, დამეთანხმებით, რომ რთული საქმეა, ამიტომ უფრო მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. სიცხესთან გამკლავების ყველაზე მკაცრი ზომა კი, რა თქმა უნდა, კონდიციონერია. დღევანდელი ბლოგით ვეცდები ამ მაგიური მოწყობილობის არჩევის პროცესი გაგიმარტივოთ, სწორი მიმართულება მოგცეთ და ბრენდ Midea-სკენ მიგანიშნოთ.

 

Midea კონდიციონერების ბაზარზე ლიდერის პოზიციას დიდი ხანია ინარჩუნებს. საიდუმლო კი ფართო ასორტიმენტი და სტაბილურად მაღალი ხარისხია. ამ ბრენდის როგორც პრემიუმ კლასის, ასევე ბიუჯეტური კონდიციონერები მთავარ აქცენტს გამძლეობასა და ხარისხზე აკეთებენ. ამასთან ერთად, ფუნქციონალიც ძალიან თანამედროვე აქვს - იონიზაციის ფუნქცია  ოთახში არსებული ჰაერის სისუფთავეზე და ბაქტერიებისგან გაწმენდაზე იზრუნებს. Midea მუდმივად ცდილობს დანერგოს ინოვაციები, რომლის ერთ-ერთი მაგალითიცაა ახალი ტექნოლოგია ოზონ-მეგობრული ფრეონი - R32. ეს ტექნოლოგია კონდიციონერეს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო და უფრო ეკოლოგიურ მოწყობილობად აქცევს.

 

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მინიმალური ხმაურის დონეა. Midea-ს კონდიციონერები თქვენი ყურებისთვის შეუმჩნევლად მუშაობენ თქვენს გაგრილებაზე და სურვილის შემთხვევაში, გათბობაზეც. დიახ, მიდეას კონდიციონერებს  -15 გრადუს ყინვაში შეუძლიათ მუშაობა, ამიტომ მათი საშუალებით მთელი წელიწადის მანძილზე შეგიძლიათ ტემპერატურის მართვა. სამართავად კი პულტის გარდა, მობილური აპლიკაციის გამოყენებაც შეგიძლიათ. ასე რომ, თუკი მზად ხართ სიგრილისკენ ნაბიჯი გადადგათ, უკვე იცით, რომ ეს ნაბიჯი Midea-ს მიმართულებით უნდა გადაიდგას.