search

სამზარეულო

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი

22 იანვარი 2020

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი

მირკოტალღური ღუმელი დროისა და ენერგის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, ამიტომ ის სამზარეულოში საპატიო ადგილს იკავებს. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენი დამხმარე გაფუჭდება? ხშირად, ამ უსიამოვნო მოვლენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ზოგჯერ მისი შესაბამისად მოვლა გვავიწყდება.
ღუმელის შიდა ზედაპირის წმენდა აუცილებელი პირობაა, რაც ხელს უშლის მავნე მიკროორგანიზმებისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. ჩვენ მოგაწვდით რჩევებს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მიკროტალღურის დაბინძურება და როგორ გავუმკლავდეთ ცხიმსა და უსიამოვნო სუნს. 

როგორ დავიცვათ მიკროტალღური ღუმელი დაბინძურებისგან?
პროფილაქტიკისთვის გამოგვადგება ჩვეულებრივი თავსახური. თუ კერძს თავზე დააფარებთ, ამით ღუმელს სისუფთავეს შეუნარჩუნებთ. ეს მეთოდი ხელს უშლის საკვების გაცხელების შემდეგ ცხიმისა და ორთქლის ლაქების გაჩენას.

mikrotalguris-wmenda

როგორ გავუმკლავდეთ ცუდ სუნსა და ცხიმს
მიკროტალღური ღუმელის არარეგულარული დასუფთავება არამხოლოდ არაჰიგიენურია, არამედ წარმოშობს ცუდ სუნსაც. უსიამოვნო სუნისა და დაბინძურების აღმოსაფხვრელად დასუფთავების პროცედურას ხშირად უნდა მიმართოთ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ეფექტურ საშუალებას, რომელიც მარტივად მოგიგვარებთ ამ პრობლემას:

mikrotalguris-wmenda

ლიმონის მჟავა და ლიმონის წვენი – ნახევარი ლიტრი წყალი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა, 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. ჭურჭელი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. ჩართეთ 3 - 4 წუთით მაქსიმუმზე, სანამ წყალი არ ადუღდება. შემდეგ გამოწმინდეთ ღრუბლით;

mikrotalguris-wmenda

სოდა - ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და 1 სუფრის კოვზი სოდა, შემდეგ ჩართეთ ღუმელი 2-3 წუთით მაქსიმუმზე. შემდეგ უბრალოდ გამოწმენდთ;

ძმარი - გამოგვადგება ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად. თქვენ დაგჭირდებათ: ნახევარი ლიტრი წყალი და 2 ს/კ ძმარი. ინგრედიენტები ჯამში გადაიტანეთ და ჩართულ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით მოათავსეთ. ამ მეთოდის მინუსად შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ ძმრის მძაფრი სუნი;

საყოფაცხოვრებო ქიმია - საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და ისე გამოიყენეთ.

mikrotalguris-wmenda


როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საწმენდი საშუალებები
არსებობს ღუმელის დაბინძურების რამოდენიმე სტადია: ზედაპირული, საშუალო და ძლიერი. სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ რა საშუალებებს მივმართავთ დასუფთავებისას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ მიკროტალღურის კამერის ზედაპირის მასალა. ზედაპირი შეიძლება, იყოს ემალის ან კერამიკის. თუ არჩევანს ხალხურ მეთოდებზე შეაჩერებთ, ჩამჯდარი ცხიმის ამოსაყვანად გამოიყენეთ ძმარი. თუმცა ეცადეთ პროცედურა ჩაატაროთ იქ, სადაც განიავების საშუალება არსებობს. თუ მიკროტალღურის კამერის საფარი ემალია, ძმარი ხშირად არ გამოიყენოთ .

ნაკლებად აგრესიულ პროდუქტად ითვლება ლიმონის წვენი და მჟავა. ეს მეთოდი გამოდგება საშუალო და ღრმად ჩამჯდარი ცხიმის ამოსაყვანად. თუმცა თუ ზედაპირი ემალისაა, ლიმონი არ გამოგვადგება.
სოდა მოერევა საშუალოდ დაბინძურებულ ღუმელს და არ დააზიანებს ემალის ზედაპირს.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკეთესო შედეგის მისაღებად, გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმიის საწმენდი საშუალებები. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.

 

საკვების მომზადების შემდეგ, ყოველ ჯერზე, გამოწმინდეთ მიკროტალღური ნამიანი ღრუბლით ან ტილოთი;
ასევე გამოიყენოთ სპეციალური საწმენდი საშუალებები ღუმელის ყოველი გამოყენების შემდეგ.