search

სამზარეულო

როგორ შევარჩიოთ მიქსერი

22 იანვარი 2020

როგორ შევარჩიოთ მიქსერი

როგორ შევარჩიოთ მიქსერი

მიქსერი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დამხმარე ხელსაწყოა სამზარეულოში. ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და დიასახლისებს ხშირად არჩევანის გაკეთება უჭირთ, რომელი მოდელი შევიძინოთ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?  ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განაგრძეთ კითხვა. 

მოდით, ჩამოვყალიბდეთ, თუ რა არის მიქსერი და რით განსხვავდება ბლენდერისგან.
მიქსერს პროდუქტის ათქვეფა-შერევისთვის ვიყენებთ. ამ მხრივ, ეს მოწყობილობა შეუცვლელია. რაც შეეხება ბლენდერს, ის სრულიად სხვა ფუნქციონალს გვთავაზობს. ბლენდერს ნაკრებში დანები მოყვება. შესაბამისად, ამ ხელსაწყოს პროდუქტის დაქუცმაცება და ერთგვაროვან მასად (პიურე, ფარში) გადაქცევა შეუძლია.

როგორი მოდელი შევარჩიოთ

არსებობს რამდენიმე სახის მიქსერი: ხელის, სტაციონარული და კომბინირებული.
ყველა მოდელს თავისი პლუსი და მინუსი აქვს.

xelis-miqseri

ხელის მიქსერი
ხელის მიქსერი გამოყენების დროს  ხელში უნდა გეჭიროთ, ამიტომ უმჯობესია თუ მსუბუქ მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს. ასეთი მიქსერი მობილურია: არც მოძრაობა გეზღუდებათ და თავად წყვეტთ, როგორ ჭურჭელში ათქვიფოთ მასა. კიდევ ერთი უპირატესობა: უფრო ბიუჯეტურია.

stacionaruli-miqseri

სტაციონარული მიქსერი

სტაციონარული მიქსერის გამოყენება ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს.  უბრალოდ აჭერთ ჩართვის ღილაკს და სანამ თქვეფს, თქვენ ამ დროს შეგიძლიათ, აკეთოთ სხვა საქმე. სტაციონარულ მიქსერს გააჩნია 1-დან 7 ლიტრამდე მოცულობის ჯამი. ამ მოდელის ფართო გაბარიტებიდან გამომდინარე, დიდ ადგილს იკავებს, სამაგიეროდ, ბევრად მძლავრიცაა.
პროფესიონალური სტაციონარული მიქსერების ერთ - ერთი სახეობაა - პლანეტარული მიქსერი. მისი საცმი თავისი ღერძის ირგვლივ მოძრაობს და ორჯერ სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს. მსგავსი მოდელები მაღალი ფასით გამოირჩევა, მაგრამ თუ კონდიტერობაზე ოცნებობთ, ყურადღება მიაქციეთ სწორედ მას.

kombinirebuli-miqseri

კომბინირებული მიქსერი

ეს მოდელი ხელის და სტაციონარული მიქსერის ჰიბრიდია.
მას პროდუქტისთვის ჯამი და სადგამი აქვს, რომელიც ჭურჭელსა და თავად მიქსერს იჭერს, მაგრამ სტაციონარულისგან განსხვავებით, სურვილისამებრ, ეს დანადგარი ხელის მიქსერად გადაიქცევა.
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი მიქსერია უფრო კომფორტული, ჩვენი რჩევაა, შეიძინოთ კომბინირებული მოდელი (ორი ერთში). ის გამოირჩევა ფუნქციონალურობით, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით.

მიქსერის ჯამის მასალა
საკითხი, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება, არის მასალა, რისგანაცაა დამზადებული სტაციონარული მიქსერის ჯამი.

ძირითადი მასალებია:

  • პლასტმასი - ყველაზე იაფი ვარიანტი;
  • მინა - ეკოლოგიური მასალა;
  • უჟანგავი მეტალი - ძვირი, მაგრამ პრაქტიკული და გამძლე;

რაც შეეხება დანადგარის ტექნიკურ მახასიათებლებს, ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად ითვლება სიმძლავრე და სიჩქარეთა დიაპაზონი.

მიქსერის სიმძლავრე

  • თუ მიქსერი მსუბუქი კონსისტენციის პროდუქტისა და მცირე მოცულობის ცომის (0.5 კგ-მდე) ასარევად გჭირდებათ, შეიძინეთ 250 – 300 ვატი სიმძლავრის დანადგარი. ეს სიმძლავრე სრულიად საკმარისია;
  • თუ სქელი კონსისტენციის ასათქვეფად გჭირდებათ, მაშინ 300 ვატი და მეტი სიმძლავრის მიქსერი დაგჭირდებათ.

ხელის იაფფასიან მიქსერს, როგორც წესი დაბალი სიმძლავრე აქვს; სტაციონარულის სიმძლავრე იწყება 200 ვატიდან, ხოლო პლანეტარულის - 1000 ვატიდან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ამ მახასიათებელზეა დამოკიდებული ენერგოეფექტურობა და სიჩქარის რეჟიმის არჩევანი.

სიჩქარის რეჟიმი
სხვადასხვა ამოცანა ათქვეფის სხვადასხვა სიჩქარეს მოითხოვს. მიქსერის ზოგიერთი მოდელის კორპუსზე სიჩქარის გადამრთველის გვერდით შესაბამისი პროდუქტის სურათია დატანილი. ზოგადად, მიქსერებს გააჩნია 2 - 5 სტანდარტული სიჩქარის რეჟიმი, რაც სავსებით საკმარისია. თუმცა არსებობს პროფესიონალური მოდელები, რომელსაც 10 - 12 სიჩქარის რეჟიმი აქვს.
ხშირად მიქსერები აღჭურვილია ე.წ. იმპულსური რეჟიმის ფუნქციით, რომელიც სიჩქარეს არეგულირებს ღილაკზე ხელის დაჭერის ინტენსივობით. რეჟიმი გამოგადგებათ მაგ.: კვერცხის ათქვეფის დროს: არევა, ათქვეფა, ინტენსიური ათქვეფა.
და კიდევ ერთი სასარგებლო რეჟიმი - ტურბო რეჟიმი. მისი ძირითადი დანიშნულებაა სწრაფად დაშალოს ცომში ან სხვა მასაში არსებული არასასურველი სიმკვრივეები.
ამ რეჟიმის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის გადახურების საფრთხე იქმნება.
სტაციონარულ მიქსერებს შორის გვხვდება ისეთი მოდელებიც, სადაც ბრუნავს ჯამიც, ასეთ ჯამში პროდუქტი უფრო ხარისხიანად ითქვიფება.

miqseris-sacmebi


საცმები

  • პროდუქტის ასარევი და ასათქვეფი საცმები. ისინი განსხვავდება დეტალების რაოდენობით, სტრუქტურითა და ფორმით;
  • ცომის მოსარევი საცმი;
  • პიურეს მოსამზადებელი ბრტყელი დისკის ფორმის საცმი. რომელიც ასევე გამოგადგებათ სოუსის ან კრემის მოსამზადებლად;
  • საცმი-ბლენდერი; იგი მიქსერს გადააქცევს ხელის ბლენდერად - აქუცმაცებს პროდუქტს. მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი პროდუქტის დაქუცმაცებას შეძლებთ;
  • უნივერსალური დასაქუცმაცებელი საცმი - შეიძლება ითქვას იგივე მინი - ბლენდერი. აქუცმაცებს მცირე ოდენობის პოდუქტს, მათ შორის ხორცსა და ყავას.


როგორც წესი, სტაციონარული მიქსერების კომპლექტაციაში საცმების ასეთ მრავალფეროვნებას ვერ ნახავთ. სტანდარტულ ნაკრებში შედის ასათქვეფი და ცომის მოსაზელი საცმები. ზოგიერთს ასევე აქვს საცმი-ნიჩაბი, რომელიც განკუთვნილია პიურეების, კრემის, ფხვიერი ცომისთვის. ზოგს გააჩნია ე.წ. ნიჩაბი-კონდიტერი სპეციალურად ჟელატინის ასათქვეფად, ნაყინის, მუსის და სხვა დესერტის მოსამზადებლად.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყოველთვის მიყევით მთავარ წესს - საცმები დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ. ნუ დააქუცმაცებთ უმ ბოსტნეულს პიურეს საცმით და ა.შ. ასეთი ექსპერიმენტი არამხოლოდ გააფუჭებს საცმებს, არამედ მწყობრიდან გამოიყვანს თქვენს დანადგარს.

ერგონომია

  • სასურველია თუ მიქსერს ექნება ძრავის გადახურებისა და დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემა
  • საცმების ავტომატური მოხსნის ღილაკი
  • კაბელის კორპუსში შესანახი სათავსო 


და კიდევ რამოდენიმე რჩევა:
მიქსერი საკმაოდ რთული ტექნიკაა ძრავითა და მბრუნავი ელემენტებით, მან მძიმე დატვირთვას უნდა გაუძლოს. ამიტომ, არჩევანი შეაჩერეთ ცნობილ, მაღალ რეიტინგულ ბრენდებზე;
შეძენის წინ კარგად შეამოწმეთ გადამრთველები და საცმები.

და ბოლო რჩევა, აუცილებლად შეიძინეთ ვენდუზე და მიიღეთ სურვილის სისწრაფით ⚡