search

სამზარეულო

5 რჩევა ორთქლსახარშის შესარჩევად, ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის

22 იანვარი 2020

5 რჩევა ორთქლსახარშის შესარჩევად, ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის

5 რჩევა ორთქლსახარშის შესარჩევად, ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის

წონის კლება - ყველაზე აქტუალური ეს საკითხი გაზაფხულზეა. არავის უნდა მოშვებული კანისა და ზედმეტად დამრგვალებული ფორმების გამოჩენა. ჭარბი წონა არამხოლოდ ვიზუალზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. თუ ზამთრის არდადაგების შემდეგ საყვარელ ჯინსებს ვერ ირგებთ, დროა გამოსავლის ძიება დაიწყოთ. 
გაზაფხული თავად უწყობს ხელს წონის კლებას სტრესისა და დიდი დატვირთვების გარეშე - მეტი მოძრაობა, სწორი კვება, ვარჯიში,
ასე რომ თუ შვებულების გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავთ და გსურთ საცურაო კოსტიუმში მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ სასარგებლო იდეებითა და რჩევებით.

დავიწყოთ რაციონით: ცოცხალი იოგურტები, ხილ-ბოსტნეული და რაც მთავარია ორთქლზე მომზადებული საკვები, ჭარბი წონის დაძლევის მარტივი და ჯანსაღი საშუალებაა.
საჭმლის მომზადების მსგავსი ტექნიკა პროდუქტს ვიტამინებსა და საჭირო ნივთიერებებს უნარჩუნებს და მას უფრო სასარგებლოს ხდის.
ასე რომ, თუ ჯერ არ შეგიძენიათ ორთქლსახარში, ჩვენი რჩევები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. დაგვიჯერეთ - დიეტური კერძიც კი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელი.

რატომ უნდა შევიძინოთ ორთქლსახარში?

ორთქლზე მომზადებული პროდუქტი თავიანთ ბუნებრივ გემოსა და ყველა საჭირო ვიტამინს ინარჩუნებს. კერძი ნაკლებად კალორიული და იოლად მოსანელებელია, რადგად მომზადების დროს არ საჭიროებს ცხიმების დამატებას. ორთქლზე მომზადების კიდევ ერთი უპირატესობა ენერგიისა და დროის დაზოგვაა, ერთადერთი რაც გევალებათ: გარეცხოთ, გაასუფთაოთ და ჩაალაგოთ მოწყობილობაში ყველა საჭირო ინგრედიენტი. სულ ეს არის. დანარჩენს მოწყობილობა თქვენი მეთვალყურეობის გარეშე გააკეთებს.
ორთქლსახარში დანადგარი შეუცვლელია ახალგაზრდა მშობლებისა თუ ისეთი ადამიანისთვის, ვინც ჯანმრთელობის პრობლემებისა და ჭარბი წონის გამო სპეციალურ დიეტას იცავს.
რა თქმა უნდა თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ და არ საჭიროებთ მკაცრ დიეტას, არ ღირს ყოველდღიურად მხოლოდ ორთქლზე მომზადებული საკვების გამოყენება. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
თუ ორთქლსახარშით მომზადებული საკვებს პერმამენტულად გამოიყენებთ და პერიოდულად უარს იტყვით მოხრაკულ და ცხიმიან საკვებზე, ჯანმრთელობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ და წონაშიც დაიკლებთ.

ortklsakharshi

შევარჩიოთ საუკეთესო ორთქლსახარში: სასარგებლო რჩევები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ორთქლსახარში სწორად ავარჩიოთ? თუ ორთქლსახარში ყოველდღიური რაციონის მომზადებისთვის გჭირდებათ, მცირე ნიუანსებმაც კი შეიძლება გაგიფუჭოთ გუნება. და რა მოხდება თუ, ორთქლსახარშის შეძენის დროს ყურადღებას არ მიაქცევთ თქვენთვის საჭირო მოცულობას? მართლაც უსიამოვნო პერსპექტივაა. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით ჩვენ შევადგინეთ აქტუალური რჩევების სია, გაითვალისწინეთ და გააკეთეთ სწორი არჩევანი.

 

რჩევა №1: სართულების რაოდენობა და მოცულობა
მოდელების უმრავლესობას ძირითადად 2 ან 3 სართული აქვს, იშვიათად გვხვდება მხოლოდ ერთი. მათი საერთო მოცულობა მერყევია. გაითვალისწინეთ, რაც მეტია სართული, მით მეტი სხვადასხვა კერძის მომზადების საშუალება გექნებათ. 

რჩევა №2: თასის ოპტიმალური ფორმა და მოცულობა

ზოგიერთ ორთქლსახარშს კომპლექტაციაში მოყვება როგორც იდენტური, ასევე სხვადასხვა ზომისა და მოცულობის თასი. მსგავსი მოდელის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ მათი გადანაცვლებაა შესაძლებელი (მაგალითად, ქვემო სართულზე პროდუქტი უფრო სწრაფად მზადდება ვიდრე ზემოთ). ამ შემთხვევაში თასის ფორმა და მოცულობა უნდა ემთხვეოდეს სართულის დიამეტრს. სხვა შემთხვევაში, ორთქლსახარშის გამოყენება მოუხერხებელი იქნება.
ყურადღებით შეარჩიეთ ბრინჯის თასის მოცულობაც. მოუხერხებელია იმ მოდელის გამოყენება, რომელსაც გარნირის მოსამზადებლად ვიწრო კონტეინერი აქვს.

ortklsakharshi

რჩევა №3: ორთქლსახარში და წყალი

ორთქლსახარშის მუშაობის მთავარი პრინციპი არის ის, რომ საკვებს ამზადებს წყლის დუღილის პროცესში წარმოქმნილი ორთქლი.
შესაბამისად, მოწყობილობამ რომ გამართულად იმუშაოს, საჭიროა საკმარისი რაოდენობის წყალი.
ელექტრო ორთქლსახარში აპარატების უმრავლესობას წყლის დონის ინდიკატორი აქვთ. მსგავსი ინდიკატორი აკონტროლებს წყლის საჭირო დონეს და კრიტიკულ სიტუაციაში თიშავს მოწყობილობას. ჩვენი რჩევაა ყურადღება მიაქციოთ მოდელებს, რომელთაც აქვთ სპეციალური ღრუ, რომლის საშუალებითაც ხარშვის დროს შესაძლებელია წყლის დამატება. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა ძალიან საჭირო მახასიათებელია.

მნიშვნელოვანია! გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი. ეს ნადების წარმოქმნის პროცესს მინიმუმამდე დაიყვანს და თქვენს გაჯეტს ექსპლუატაციის ვადას გაუხანგრძლივებს.
საკვებს მომზადებისას წყალში არ დაამატოთ მარილი ან სუნელები. მცირე ნაწილაკებმაც კი შეიძლება დააზიანონ თქვენი ორთქლსახარში. თუმცა, ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია, თუ არჩევანს შეაჩერებთ ისეთ მოდელზე, რომელსაც სანელებლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი მოყვება.

 

რჩევა №4: შეარჩიეთ ღრმა რეზერვუარი

მუშაობის პროცესში ორთქლის შედეგად წარმოქმნილი კონდენსატი სპეციალურ რეზერვუარში გროვდება და მზადების დროს პერიოდულად უნდა გავასუფთაოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაივსება და სითხე გამათბობელ ელემენტში შეაღწევს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც ღრმა რეზერვუარი ექნება. ეს დაზოგავს თქვენს ენერგიასა და დროს. სასურველია მისი ზომა 2-2.5 სანტიმეტრი იყოს.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ რეზერვუარის ფორმას. სახელურიანი რეზერვუარი გაგიმარტივებთ კონდენსატის დაცლის პროცესს.

ortklsakharshi

რჩევა №5: კორპუსის მასალა - პლასტმასი თუ მეტალი

მეტალისგან დამზადებული ტექნიკა, როგორც წესი, უფრო გამძლე და ძვირადღირებულია. მაგრამ, ორთქლსახარშის შემთხვევაში ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა მეტალის კორპუსი თითქოს უფრო ლამაზად გამოიყურება და თავისთავად მასალაც უფრო მტკიცეა, მაგრამ ორთქლსახარშის მუშაობა არ ითვალისწინებს იმ ინტენსივობას, რომ განსაკუთრებულად მყარი მასალა იყოს აუცილებელი.  მაღალი ხარისხის პლასტმასიც სრულიად საკმარისია. 
ასე რომ, სასურველი ორთქლსახარშის შერჩევისას შეიძინეთ ის მოდელი, რომლის ფუნქციები და მახასიათებლები თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.