search

სამზარეულო

მიკროტალღურ ღუმელთან დაკავშირებული მითები

22 იანვარი 2020

მიკროტალღურ ღუმელთან დაკავშირებული მითები

მიკროტალღურ ღუმელთან დაკავშირებული მითები

ბევრი მითი დადის იმის შესახებ, რომ თითქოს მიკროტალღური ღუმელი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
სწორედ ამ მითებს ვუძღვნით დღევანდელ სტატიას. ვეცდებით, “დავამსხვრიოთ ლეგენდა” და შევებრძოლოთ ჭორებს.

მიკროტალღური ღუმელი - სასარგებლო თუ საზიანო?

თანამედროვე მიკროტალღური ღუმელების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ გაყინული პროდუქტების გალღობა, არამედ უამრავი მადისაღმძვრელი კერძის: წვნიანის, ბოსტნეულის, თევზისა თუ ხორცის მომზადება.
მაგრამ, რატომ არ ცხრება კამათი მიკროტალღური ღუმელის უსაფრთხოების საკითხზე?

mikrotalguri-gumeli

მითი: მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული საკვები კარგავს თავის მინერალებსა და სასარგებლო თვისებებს

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პროდუქტი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს თერმული დამუშავების ტრადიციული მეთოდებისას. საქმე ისაა, რომ მიკროტალღურ ღუმელში საჭმელი გაცილებით უფრო სწრაფად კეთდება. ბევრი სასარგებლო ნივთიერება კი სწორედ ხანგრძლივი თერმული დამუშავებისას იშლება, მაგალითად B12, C, B1, B2, B3 (PP), B6 ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა. ამასთან, წვის პროცესისგან განსხვავებით, მიკროტალღურ ღუმელში კანცეროგენები არ წარმოიქმნება.
თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევით, საკვები ორთქლზე მოამზადეთ. ეს მეთოდი პროდუქტს მაქსიმალურად შეუნარჩუნებს მინერალებისა და ვიტამინების საჭირო ოდენობას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მიკროტალღური ღუმელი იმარჯვებს, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიკროტალღურში საკვები გაცილებით სწრაფად კეთდება.
პლიუსებიდან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიკროტალღური ღუმელი ბაქტერიებს კლავს. მაღალი ტემპერატურა მიკრობების, ბაქტერიების და სოკოს 99% კლავს.


მითი: არ შეიძლება მუშა მდგომარეობაში მყოფ ღუმელთან ახლოს დგომა

სინამდვილეში, მიკროტალღური ღუმელის გამოსხივებას სუსტი შეღწევადობა ახასიათებს.
ამას ემატება გამოსხივებისგან პრაქტიკულად სრულყოფილი დაცვის სისტემა, რომლითაც ყველა თანამედროვე ღუმელია აღჭურვილი.
გაჟონვის ერთადერთი ვარიანტი ღუმელის ღია კარია. საბედნიეროდ, ყველა თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი კარის გაღებისას ავტომატურად ითიშება.
მნიშვნელოვანია: არ შეიძინოთ მიკროტალღური ღუმელი თუ კარდიო სტიმულატორი გაქვთ. მიკროტალღურმა და ინდუქციურმა ღუმელმა შესაძლოა იმპლანტის მუშაობის პროცესი დაარღვიოს.

mikrotalguri-gumeli

მითი: მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული საკვები ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი მიზეზია

როგორც ავღნიშნეთ, ყველა მიკროტალღური ღუმელი აღჭურვილია მთელი რიგი სპეციალური სენსორებით და პრაქტიკულად სრულყოფილი დაცვის სისტემით.
მიკროტალღურის გამოსხივების სტანდარტად ითვლება 5 მეგავატი კვადრატულ სანტიმეტრზე, მაშინ, როდესაც ბევრი სმარტფონის გამოსხივების დონე ორჯერ უფრო მძლავრია. 

 

მითი: მიკროტალღური ღუმელი და ტოქსინები

თუ ხარისხიან საკვებს იყენებთ, მიკროტალღურ ღუმელში დამუშავებით მათ ვერაფერს ავნებთ, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები და კანცეროგენები ჰაერიდან არ წარმოიქმნება. თუმცა, აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ ღუმელებში შესადგამი ჭურჭელი. უხარისხო პლასტმასი, პოლიეთილენი და სხვა მსგავსი მასალა მიკროტალღურ ღუმელში ტემპერატურის ზეგავლენის ქვეშ შეიძლება დადნეს და თქვენი საკვები მოწამლოს.


მნიშვნელოვანია: მიკროტალღურ ღუმელში საკვების მოსამზადებლად და გასაცხელებლად გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი და ხარისხიანი აქსესუარები. კიდევ ერთი, არასოდეს მოათავსოთ ღუმელში დაზიანებული პლასტიკის კონტეინერები.

mikrotalguri-gumeli

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში?

კვერცხი - ხშირად კამათობენ თემაზე, შეიძლება თუ არა ნაჭუჭიანი კვერცხის მიკროტალღურ ღუმელში მომზადება. მკვლევარები გვაფრთხილებენ, თავი შევიკავოთ მსგავსი ექსპერიმენტებისგან, რადგან უმეტეს შემთხვევაში ასეთი „ნაღმი“ სკდება. საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის და შესაძლოა აპარატი დააზიანოს. ასე რომ, აჯობებს კვერცხი ტრადიციული მეთოდით მოხარშოთ.
იყავით ძალიან ფრთხილად შემდეგი სახეობის ჭურჭლის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებისას: კერამიკული, ლითონის, ტყვიის, ბროლისა და ფაიფურის. არ გამოიყენოთ მოოქროვილი ან მოვერცხლილი ჭურჭელი, რადგან საღებავში შემავალი მეტალები ელექტროგამტარია, ამან კი შესაძლოა მცირე ელექტრონული განმუხტვები გამოიწვიოს.

მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად არ შედგათ ჰერმეტულად შეფუთული ან პლასტიკატის თავდახურულ ჭურჭელში მოთავსებული პროდუქტი. გაცხელებამდე ისინი აუცილებლად უნდა გახსნათ.
მიკროტალღური ღუმელისთვის საუკეთესო ჭურჭელი ცეცხლგამძლე მინაა.
ძალიან ცხიმიანი საკვების მომზადება მიკროტალღურში არ არის რეკომენდირებული, რადგან გაცხელების/დუღილის დროს საკვების ნაწილაკების ,,გასროლა" ხდება და ამ შემთხვევაში ღუმელის საგულდაგულოდ გაწმენდა მოგიწევთ. 

 

დაიმახსოვრეთ, მიკროტალღური ღუმელის გამოყენება არ ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. ვენდუზე კი მიკროტალღური ღუმელების დიდი არჩევანია, სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!