search

სამზარეულო

მულტისახარში ქვაბი - თქვენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში

22 იანვარი 2020

მულტისახარში ქვაბი - თქვენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში

მულტისახარში ქვაბი - თქვენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში

ბევრი ჩვენგანი დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც დაკავებულია ოჯახური საქმეებით და ქმნის პატარა კულინარიულ შედევრებს.
თუმცა, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც გვსიამოვნებს ეს სავარძელზე დაჯდომაა. ასეთ დროს ოჯახური საქმეები რუტინად გადაიქცევა და მათზე გაფიქრებაც კი გვეზარება.
იცანით საკუთარი თავი? რა გამოსავალს ვპოულობთ?  ვუკვეთავთ პიცას, ფასტ ფუდს, ვყიდულობთ ნახევარფაბრიკატებს. ეს თითქოს იოლი გამოსავალი კი სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის - ჭარბი წონა, კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის დარღვევა და სხვა. 

როგორ მოვახერხოთ, რომ ოჯახში გვქონდეს გემრიელი, ჯანსაღი საკვები და ამავდროულად, არ გვიწევდეს სამზარეულოში ცხოვრება?!
ოცნება… არა, ეს სულაც არ არის ოცნება. კაცობრიობამ გამოიგონა მულტისახარში ქვაბი - ჭკვიანი გაჯეტი, რომელიც დამოუკიდებლად ამზადებს უამრავ ჯანსაღ კერძს.  მოდით შევადგინოთ მენიუ.

multisakharshi-qvabi

 

რატომ მულტისახარში ქვაბი?

ეს მოწყობილობა გაუმკლავდება უამრავ ამოცანას. ბაზარზე არსებული ყველაზე მარტივი მოდელიც კი შეიცავს დაახლოებით ათეულობით უნივერსალურ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ ძალიან ბევრი გემრიელი და ჯანსაღი კერძი. გინდათ წვნიანი, ფაფა ან ბრინჯის ფლავი? არ არის პრობლემა. ალბათ არ იცოდით, მაგრამ მულტისახარშ ქვაბში პურ-ფუნთუშეულობის გამოცხობაც კი შეიძლება. ასევე, მას აქვს იოგურტის დამზადების ფუნქცია, რაც განსაკუთრებულად გაახარებს ახალგაზრდა მშობლებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს.
იმისთვის, რომ მულტისახარში ქვაბი იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალური და თქვენთვის მოსახერხებელი, აუცილებელია სწორი არჩევანის გაკეთება. მოცულობა, სიმძლავრე, მასალა და ფორმა, რეჟიმების რაოდენობა, ტემპერატურის დიაპაზონი. ყველა ეს პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს.

multisakharshi


წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა ამოცანებს უნდა გაუმკლავდეს თქვენი პატარა კიბერ - თანაშემწე. რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას და რამდენ ადამიანზე მოამზადებთ საკვებს. ეს დაგეხმარებთ სწრაფად და წარმატებულად აირჩიოთ სასურველი მულტისახარში ქვაბი.

როგორ გამოვიყენოთ მულტისახარში ქვაბი

უკვე გახდით ამ შესანიშნავი მოწყობილობის ბედნიერი მფლობელი? ძალიან კარგი. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია.

ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რამდენი მოულოდნელობა ხდება, როდესაც მომხმარებელი არ ითვალისწინებს ელემენტარულ წესებს. 

მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებდით მსგავს მულტისახარშს, უნდა გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა მოდელს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პარამეტრები. ასე რომ, არ ღირს ასეთი მარტივი და მნიშვნელოვანი წესის იგნორირება. ინსტრუქციაზე დახარჯული რამოდენიმე წუთი თქვენი ახალი მეგობრის უსაფრთხოების გარანტიაა.  

ინსტრუქციიდან მიღებულ ინფორმაციას გვინდა დავუმატოთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ ჩვენს დიასახლისებს:

  • მულტისახარში ქვაბის გამოყენებამდე მოხსენით მისი კორპუსიდან ყველა სტიკერი.  მუშაობის დროს მოწყობილობის ზედაპირი შეიძლება გაცხელდეს, რაც შემდგომ სტიკერების მოშორების პროცესს გაართულებს. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა სტიკერი დროთა განმავლობაში ჭუჭყიანდება
  • შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი ადგილი. მულტისახარში ქვაბი საკმაოდ დიდი ზომისაა და მისი გადატანა გაგიჭირდებათ. უმჯობესია, თავიდანვე მოუნახოთ თქვენს დამხმარეს მუდმივი „საცხოვრებელი“
  • მულტისახარში ქვაბის ირგვლივ ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი სივრცე. მაგალითად: ქვაბსა და კედლებს შორის მინიმალური დაშორება 20 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს
  • არ მოათავსოთ მულტისახარში ქვაბი სამზარეულოს კარადის ქვეშ რადგან ორთქლი სერიოზულ ზიანს მიაყენებს თქვენს ავეჯს
  • ასევე, პირველ გამოყენებამდე აუცილებლად გარეცხეთ ქვაბი, ჩაასხით ჯამში სუფთა წყალი და აადუღეთ.  გაშრობის შემდეგ თქვენი მოწყობილობა სუფთაა და მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის
 
multisakharshi1

საინტერესო ფუნქციები

დღეს არსებულ ყველაზე იაფ მოდელებსაც კი აქვს უამრავი საინტერესო ფუნქცია. რთულია გააკვირვო თანამედროვე მომხმარებელი ჩაშენებული ტაიმერით თუ ტაფის ფუნქციონალით. ბაზარზე ისეთი მოწყობილობებია, რომელთაც აქვთ ხმოვანი ბრძანებების ამოცნობის ფუნქცია, დისტანციური მართვის სისტემა, რეცეპტების „დაიმახსოვრების“ ფუნქცია და სხვა. 

რაც მთავარია, ფასები ასეთ ჭკვიან მოდელებზე საკმაოდ ხელმისაწვდომია. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და თანა და თამამად გაანებივროთ საკუთარი თავი.

multisakharshi2

რა მოვამზადოთ: ყველაზე სასარგებლო რეჟიმები

ფაფების ნაირსახეობა: ალბათ ეს ყველაზე იოლი და აქტუალური კერძია, რომელიც შეგვიძლია მოვამზადოთ ჩვენი ჭკვიანი მეგობრის დახმარებით.  ამისთვის არსებობ ორი ხერხი.

პირველი: ჩავყაროთ რამოდენიმე კოვზი ბურღულეულობა ქვაბში, დავასხათ ონკანის წყალი და ავადუღოთ.

მეორე: დავალბოთ ბურღული ღამით, დილით კი წყალი გამოვუცვალოთ, გავრეცხოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ, შევფუთოთ და შემდეგ მივირთვათ.

პირველი ხერხით მომზადებული ფაფა მარტივია, მეორე კი უფრო გემრიელი. 

multisakharshi3

მულტისახარში ქვაბი იდეალური არჩევანია. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ -  ჩაყაროთ საჭირო ოდენობის ბურღული, წყალი, მარილი ან შაქარი და დააჭიროთ ღილაკს. დანარჩენ პროცესს კი თქვენი ჭკვიანი დამხმარე გააკონტროლებს. შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. 

ფაფის მომზადების ციკლი ხანგრძლივია, მაგრამ შედეგად თქვენ მიიღებთ ყველა წესით მომზადებულ ფაფას და დაზოგავთ დროს.

 

წვნიანი და ბულიონი: მულტისახარში ქვაბი ამ კერძებს ვირტუოზულად ამზადებს. საჭიროა მხოლოდ ინგრედიენტები.

ბონუსი: თქვენ არ მოგიწევთ ტემპერატურის ინტენსიურობის გაკონტროლება.

ძალიან მოსახერხებელია რძიანი ფაფების მომზადებაც. ასეთი ფაფებისთვის მულტისახარშ ქვაბებს აქვთ ცალკე რეჟიმი, რომელიც იდეალურად ადაპტირებულია მსგავსი საკვების მომზადებაზე. დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს რძის გადადუღებას. მომზადებას კი ძალიან ცოტა დრო ჭირდება.

multisakharshi4

მოვამზადოთ საკვები ორთქლზე:

მულტისახარში ქვაბების უმრავლესობას გააჩნია ორთქლის სახარში ფუნქცია. დამეთანხმეთ, ეს საუკეთესო არჩევანია ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან.  

როგორ მოვამზადოთ ორთქლზე: ერთი მეოთხედი წყალი ჩავასხათ მოწყობილობაში, მოვათავსოთ სპეციალური ფორმა (კომპლექტაციაში), ჩავდოთ ამ ფორმაში საჭირო ინგრედიენტები და დავაჭიროთ ღილაკს, რომელიც გაააქტიურებს რეჟიმს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი: ხორცი, ბოსტნეული თუ თევზი.

ბოსტნეულის რაგუ: ყველა დიასახლისს აქვს ამ უგემრიელესი კერძის საკუთარი უნიკალური რეცეპტი. ერთადერთი რაც გევალებათ არის ის, რომ დაჭრათ ყველა ინგრედიენტი და მოათავსოთ მულტისახარშ ქვაბში, მომზადებაზე კი აღარ იფიქროთ. 

ცომეულობა და ომლეტი: მულტისახარშ ქვაბს აქვს გამოცხობის ფუნქცია, რაც მოგცემთ საშუალებას მოამზადოთ უამრავი გემრიელი და კალორიული კერძი. ბევრისთვის ნაცნობი ომლეტი კი წარმატებული დღის კარგი და გემრიელი დასაწყისი იქნება.

multisakharshi5

 

სასარგებლო რჩევები

იმისთვის, რომ ასეთ დივაისში მომზადებული კერძი იყოს გემრიელი და მაქსიმალურად სასარგებლო, უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე საიდუმლო. თუ გეცოდინებათ ეს წვრილმანები თქვენ თანამედროვე სამზარეულოს გურუ გახდებით!

  1. მულტისახარში ქვაბის სითბოს წყარო მდებარეობს მის ქვედა ნაწილში, თასის ქვეშ (გარდა იმ ქვაბების სადაც გვაქვს 3D გათბობის ფუნქცია). ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან სხვადასხვა პროდუქტს სჭირდება მომზადების სხვადასხვა დრო. პირველ ფენად დადეთ ხორცი, მეორე ფენად კი ბოსტნეულობა
  2. თუ გინდათ, რომ მულტისახარშ ქვაბში მომზადებული ხორცი იყოს მაქსიმალურად რბილი და არომატული, შეარჩიეთ ნაჭრები, სადაც იქნება ცხიმის პატარა ფენა
  3. იმისთვის, რომ ხორცი მაქსიმალურად არომატული იყოს, მულტისახარშ ქვაბში მოთავსებამდე ოდნავ შებრაწეთ და დაამატეთ სპეციები
  4. ჩაასხით ქვაბში ზუსტად ის ოდენობა წყალი, რაც მითითებულია რეცეპტში. ზედმეტი წყალი თქვენს კერძს დაუკარგავს გემოს, არასაკმარისი წყლის შემთხვევაში კი უმი იქნება
  5. გემრიელი სახლის რძე შეგიძლიათ მოამზადოთ „მოთუშვის“ რეჟიმში
  6. არ არის რეკომენდირებული ისეთი კერძის მომზადება, სადაც აუცილებელია ინგრედიენტების ეტაპობრივი დამატება
  7. არ მოათავსოთ მულტისახარშ ქვაბში ბევრი პროდუქტი. მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს თასის ორი მესამედი
  8. თუ გსურთ კერძში დაამატოთ მწვანილი, გირჩევთ ეს გააკეთოთ მომზადების ციკლის დასრულებამდე 2-3 წუთით ადრე. არაჟნის ან სხვა ცხიმის დამატების საუკეთესო დრო არის კერძის მომზადების ციკლის დასრულებამდე 20-30 წუთი
  9. თუ რეცეპტში არის ალკოჰოლი, გაითვალისწინეთ, რომ მომზადების ტემპერატურა უნდა იყოს დაბალი, დრო კი ხანგრძლივი
  10. თუ გსურთ მოამზადოთ ხორცის ლავა ე.წ. ხალადეცი, გამოიყენეთ რეჟიმი „მოთუშვა“
  11. ბოსტნეული, რომელიც მომზადების პროცესში უშვებს ბევრ წვენს (სოკო, ყაბაყი და ა.შ.), შეგიძლიათ „გააშროთ“. მოათავსეთ ქვაბში, მოუმატეთ ტემპერატურას და მოხსენით თავსახური. ეს მეთოდი გამოადგებათ იმ დიასახლისებს, რომელთაც უნდათ შემწვარი და არა მოთუშული ბოსტნეული
  12. თუ თქვენს მოდელს არ გააჩნია იოგურტის მომზადების ფუნქცია, გამოიყენეთ ფუნქცია „გათბობა“

 

გისურვებთ წარმატებულ გასტრონომიულ ექსპერიმენტებს და გემრიელ აღმოჩენებს!