search

ტელეფონები

მალე - Galaxy S10 Lite და Note 10 Lite !

22 იანვარი 2020

მალე - Galaxy S10 Lite და Note 10 Lite !

მალე - Galaxy S10 Lite და Note 10 Lite !

 

Samsung დაცდილ ხერხს მიმართავს და გეგმავს საკუთარი ბრენდული სმარტფონების იაფი ვერსიები ჩაუშვას გაყიდვაში, თან არც ისე შორეულ მომავალში. თვეებია, რაც ამ სმარტფონების გამოჩენის შესახება ჭორები გვესმის და როგორც სხვადასხვა წყაროები იწუყებიან, კომპანია Galaxy S10 Lite-სა და Note 10 Lite-ს მომავალ თვეში წარადგენს.

 

დრო ზუსტად შესაფერსია, რადგან, წესითა და რიგით, სამსუნგი თავის ახალ მონსტრს, ვგგულისხმობ S11-ს, თებერვალში Mobile World Congress-ზე გააცნობს მომხმარებლებს. ყველაფერი დანარჩენი კი ამ საკრარულ პრეზენტაციამდე უნდა მოესწროს. იმისათვის, რომ გადავამოწმოთ რამდენად მართალია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს. თუმცა ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ ახალი მოწყობილობისთვის ბიუჯეტი გამოვყოთ, რადგან Galaxy S10-ისა და Note 10-ის Lite მოდელების ხელში ჩაგდება საკმაოდ დაბალ ფასად უნდა იყოს შესაძლებელი.