search

ტელეფონები

Motorola Razr წარსულში გვაბრუნებს

22 იანვარი 2020

Motorola Razr წარსულში გვაბრუნებს

Motorola გეგმავს მომხმარებლების ნოსტალგიის გრძნობით მანიპულაციას და სმარტფონების ბაზარზე ახალ დასაკეც Motorola Razr-ს გზავნის. ბოლო პერიოდში დასაკეცი სმარტფონების ახალი ტრენდის წარმოქმნას ვადევნებთ თვალს და ამ ტრენდს Motorola თავისი იკონური მოდელით უერთდება.

 

მოტოროლა ანდროიდის ერაში თავისი პროდუქტებით აქტიურად ცდილობდა Razr-ის სახელს აქტუალურობა არ დაეკარგა, თუმცა ყველა ეს მცდელობა კრახით სრულდებოდა. რაც შეეხება ახალ Razr-ს, ვიზუალით ამ დახვეწილად სიმეტრიული ქმნილების დაწუნება არ გამოვა, სმარტფონი მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ აქაც იგივე კითხვა ჩნდება, რაც სხვა ბოლო დროის მანძილზე გამოჩენილ დასაკეც სმარტფონებთან - რა საჭიროა? ამ კითხვაზე, იმედს ვიტოვებ, რომ პასუხს დრო გვიჩვენებს.

 

დასაკეცი Samsung Galaxy Fold-ის ხარვზების შემდეგ, ბუნებრივია, რომ Motorola Razr-ის გამართულობასთან ჩნდება კითხვები, თუმცა მოტოროლას წარმომადგენელთან განცადებებით ვიმსჯელებთ, ისინი თავიანთ პროდუქტში დარწმუნებულები არიან. Motorola Razr-ის მომხმარებლები სმარტფონში ბევრ რეტრო დეტალს შენიშნავენ, რადგან სწორედ ნოსტალგიაა ის, რამაც ეს პროდუქტი უნდა გაყიდოს. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ 1500$-ის ნოსტალგიაში გადახდა არ იქნება გონივრული საქციელი. ამიტომ, ველით იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ წარსულთან თამაშია.