search

ტელეფონები

Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციის პრობლემა მალე გადაიჭრება

22 იანვარი 2020

Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციის პრობლემა მალე გადაიჭრება

Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციის პრობლემა მალე გადაიჭრება

რამდენიმე კვირის წინ , გამოცემამ The Sun გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ Samsung Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციას უსაფრთხოების პრობლემა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ეკრანის დამცავების გამოყენების შემთხვევაში სენსორი ვერ ახერხებს სწორად ფუნქციონირებას და იდენთიფიკაციის გავლა ნებისმიერისთვის შესაძლებელი ხდება. ეს ცნობილ იუთუბერს, მარქუს ბრაუნლისაც არ გამორჩა თავის ვიდეო-განხილვაში და სააშკარაოზე გამოიტანა Samsung Galaxy S10-ს ეს პრობლემა.

თავდაპირველად Samsung-მა შეცდომის აღიარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მომხმარებლები მხოლოდ Samsung-ის მიერ შემოთავაზებულ მობილურის აქსესუარებს უნდა იყენებდნენ, თუმცა სტრატეგია მალევე შეცვალეს და მოგვახსენეს, რომ პრობლემის გადაჭრას უმოკლეს დროში შეეცდებოდნენ. Samsung-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ისინი აცნობიარებენ, რომ განსაკუთრებულად სქელი ან მტვრიანი ეკრანის დამცავი თითის იდენტიფიკაციის სენსორს პრობლემებს უქმნის და მალევე გამოასწორებენ ამ პროგრამულ ხარვეზს.

თუკი თქვენი სმარტფონის უსაფრთხოებაზე ღელავთ და თან ეკრანის დამცავის გამოყენებაც გსურთ, მაშინ გირჩევ გამოიყენოთ ის დამცავი, რომელიც უშუალოდ მოწყობილობას მოყვება ან უბრალოდ დაელოდოთ, სანამ Samsung-ი პრობლემას მოაგვარებს