search

ტელეფონები

Xiaomi სმარტფონებზე ახალ ფუნქციას ამატებს

22 იანვარი 2020

Xiaomi სმარტფონებზე ახალ ფუნქციას ამატებს

Xiaomi სმარტფონებზე ახალ ფუნქციას ამატებს

 

კომპანია Xiaomi-მ თავიანთი სმარტფონების Redmi 8 და Redmi 8A-ს სრულიად ინოვაციური ფუნქცია გაამჟღავნა, რომლის შესახებ აქამდე ჭორადაც არაფერი გვსმენია. მოკლედ, საქმე ისაა, რომ ეს სმარტფონები საკუთარ თავს თავადვე წმინდავენ, არ დაიბნეთ, ყველაფერს ახლავე აგიხსნით.

მწარმოებელი ამ ფუნქციას მტვერის ხმოვან გაქრობად მოიხსენიებს, რომლის დახმარებითაც Redmi 8 და Redmi 8A დამოუკიდებლად გაასუფთავებენ საკუთარ დინამიკებს დაგროვებული მტვერისა და ჭუჭყისგან.

მექანიზმი საკმაოდ მარტივა: ირთვება ხმა, რომელიც დინამიკს აიძულებს მაქსიმალური ამპლიტუდით იმოძრაოს 30 წამის განმავლობაში და ვოალა, ნაგავი გატანილია, თქვენი მობილურის შიგნეულობა სუფთაა.

მართალია, ეს პროცესი მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ ჟღერს, თუმცა Xiaomi-ში ირწმუნებიან, რომ მსგავსი წმენდები დინამიკს არანაირ ზიანს არ აყენებს. ჩვენ კი არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ დაველოდოთ და თავად შევამოწმოთ რამდენად მართალია მათი სიტყვები.