search

ტელეფონები

დასაკეცი Huawei Mate X გვიახლოვდება

22 იანვარი 2020

დასაკეცი Huawei Mate X გვიახლოვდება

დასაკეცი Huawei Mate X გვიახლოვდება

 

რამდენი დღის წინ ჩინური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate X გაყიდვაში ოქტომბრის თვის ბოლოს ჩაეშვება. ახალი ინოვაციური სმარტფონი ჯერ კიდევ თებარვალში წარადგინეს, თუმცა მის ბაზარზე შეტანას მწარმოებლები არ ჩქარობდნენ, მიზეზი კი Samsung Galaxy Fold-ის ჩავარდნა გახლავთ, რომელსაც პრობლემური ეკრანი აღმოაჩნდა. ჰუავეის მესვეურებმა კი გადაწყვიტეს გადაჭრამდე ცხრაჯერ გაეზომათ და თავიანთ ინოვაციურ სმარტფონს Huawei Mate X-ს რიგი ტესტირებები მოუწყვეს. სულ ახლახანს კი სმარტფონის შესახებ უფრო კონკრეტული დეტალებიც შევიტყვეთ. 

წინასწარი შეკვეთა 23 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი გახდა, ხოლო მაღაზიის დახლებზე Huawei Mate X ნოემბრის პირვველი რიცხვიდან გაჩნდება. მაგრამ დროზე ადრე ნუ გაგიხარდებათ, თავდაპირველად სმარტფონი მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდება, დანარჩენ მსოფლიოს ცოტა მოცდა მოუწევს, ზუსტად რამდენი ხანი ჯერ უცნობია. Huawei Mate X-ის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: პროცესორით Kirin 980 და პლატფორმით Kirin 990 ჩაშენებული 5G მოდემით.

მოკლედ, დაველოდოთ და ვნახოთ თუ გაიმეორებენ ჰუავეიში სამსუნგის შეცდომებს.