search

საყოფაცხოვრებო

როგორ დავაჭკვიანოთ ჩვენი სახლი?

22 იანვარი 2020

როგორ დავაჭკვიანოთ ჩვენი სახლი?

როგორ დავაჭკვიანოთ ჩვენი სახლი?

 

არა, ამ შემთხვევაში რეპეტიტორები და გაძლიერებული მეცადინეობა არ გამოგვადგება, მაგრამ შემიძლია რამდენიმე მოწყობილობის შესახებ გიამბოთ, რომლებიც თქვენი სახლის გონებრივ შესაძლებლობებს ერთი-ორად გაზრდის. მათი დახმერებით საცხოვრებელი სივრცე უამრავ ახალ ფუნქციას შეიძენს და თქვენი ყოველდღიურობაც გაცილებით უფრო კომფორტული გახდება.

დავიწყოთ,

 

smart lighting

Orvibo-ს ფირმის განათების ავტომატიზატორი მოგცემთ საშუალებას ოთახში განათება არეგულიროთ ისე, როგორც თქვენს თვალებს გაუხარდება. იქნება ეს განათების ფერი თუ სიმძლავრე, ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა. ამასთან ერთად, ღამის ბნელ საათებში შეგიძლიათ მოძრაობის სენსორის ფუნქცია გამოიყენოთ, ოთახში შუქი მაშინვე აინთება, როგორც კი სენსორი რაიმე მოძრაობას შენიშნავს და არ მოგიწევთ ჩამრთველის სიბნელეში ძიება.

 

door lock

Orvibo-ს ჭკვიანი საკეტი კი სახლის უსაფრთხოების პრობლემას სამუდამოდ მოგიხსნით. სახლში შესვლა ულტრა-თანამედროვე თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაციით შეძლებთ, ხოლო დროებით სტუმრებს სახლში შესასვლელი დროებითი კოდი შეგიძლიათ უწილადოთ. 24/7-ზე თქვენი უსაფრთხოდ ყოფნისთვის ეს საკეტი მინიმალურ ენერგიას საჭიროებს და ამასთან ერთად თვალისმომჭრელი მინიმალისტური დიზაინი აქვს. თქვენ საკეტთან ან კართან ნებისმიერი ინტერაქციის შესახებ ნოთიფიკაცია თქვენს მობილურ ტელეფონზე მოგივათ, საკეტის ფუნქციების სრულად კონტროლი ამისთვის განკუთვნილი სპეციალური აპლიკაციით არის შესაძლებელი.

 

security camera

Orvibo-ს სამეთვალყურეო კამერის ობიექტივს არცერთი მოძრაობა არ გამოეპარება თვალთახედვიდან და ყველაფრის შესახებ ინფორმაცის თქვენს მობილურზე მოგაწვდით. უმაღლესი ხარისხის რეზოლუცია და ორმხრივი აუდიო-კომუნიკაცია მოგცემთ საშუალებას სახლში მარტო დარჩენილ ბავშვებს შორიდან ადევნოთ თვალყური და მისცეთ მითითებები, თუმცა რატომ მარტო ბავშვბეს, ნებისმიერი შინაური ცხოველიც უფრო უსაფრთხოდ იქნება თუ სახლში Orvibo-ს სამეთვალყურე კამერას დააყენებთ. არ აქვს მნიშვნელობა დღეა თუ ღამე, გამოსახულება მაინც მაღალი გარჩევადობის იქნება.

 

smoke sensorwater leakage sensorgas sensor

თუმცა Orvibo-ს მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, შეგიძლიათ შეიძინოთ წყლის ან გაზის გაჟონვის დეტექტორი, რომელიც პრობლემის გაჩენის შემთხვევაში მომენტალურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. კვამლის დეტექტორი და ტემპერატურის სენსორი შესაძლო ხანძარს აგარიდებთ თავიდან, ხოლო Kerui-ს მოძრაობის სენსორით აღჭურვილი სიგნალიზაცია ქურდობებს.

motion sensor

Slinex-ის დომოფონები კი თქვენსა და სახლის სტუმრებს შორის კონტაქტს ბევრად უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის, სტუმრამდე ხმის მიწვდენასთან ერთად, თქვენს ჭუჭრუტანას Slinex-ის დომოფონის ვიდეოკამერა ჩაანაცვლებს. კართან მდგომ სტუმართან აუდიო და ვიდეო კონტაქტი თქვენი სმარტფონის გამოყენებითაც შეგეძლებათ.

intercom

თუკი სხვა ყველაფერთნ ერთად Orvibo-ს სამართავ პანელსაც შეიძენთ, ყველა ჭკვიანი მოწყობილობის კონტროლს ამ სამართავი პანელიდან შეძლებთ. ღილაკებზე დაჭერით, სენსორის გამოყენებით, თქვენივე ხმით თუ აპლიკაციის დახმარებით, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი დაჭკვიანებული სახლის სრულიად კონტროლი ნებისმიერი გზით შესაძლებელი იქნება.

mixpad